საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91191

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, იუნუს წულუკიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფოსტა-ტელეგრაფის სამხედრო საველე ნაწილი გადაეცა სამხედრო სექციას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, იუნუს წულუკიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრთა შემდეგი კრება დაინიშნა 1918 წლის 21 იანვარს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 იანვარს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა სამხედრო სექციას კონსტანტინე გვარჯალაძის სამხედრო სექციის წევრად და სექციის გამგის მოადგილედ დანიშვნის შესახებ. ხელს აწერს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 იანვარს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით კონსტანტინე გვარჯალაძე სამხედრო სექციის წევრად და სექციის გამგის მოადგილედ დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 იანვარს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა სამხედრო სექციას კახეთის რკინიგზაზე წესრიგის დამყარების შესახებ. ხელს აწერს კომიტეტის მდივანი დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ კომისიის წევრებს გააცნო დეპეშები კახეთის რკინიგზის სამხედრო დამცველი რაზმის შეუფერებელი ქცევის შესახებ და სილიბისტრო ჯიბლაძეს დაავალა დამცველი რაზმის მოწესრიგება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ქორქიამ პეტროგრადში გამართული ადგილობრივ ქართველთა კრების შესახებ. კრებაზე კომიტეტს დაევალა პეტროგრადის ქართველთა გაერთიანება, ქართველი ჯარის ნაციონალიზაციის ხელშეწყობა, ეროვნულ საბჭოსთან ურთიერთობის დამყარება და სხვადასხვა ერის ორგანიზაციებთან კავშირის შექმნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ქორქიამ პეტროგრადში გამართული ადგილობრივ ქართველთა კრების შესახებ. მისი აზრით, ეროვნულ საბჭოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენლობითი ორგანო პეტროგრადში. შესაბამისად, ის თანახმაა პეტროგრადში არსებული კომიტეტი დაუქვემდებაროს საქართველოს ეროვნულ საბჭოს და მიიღოს სხვადასხვა დირექტივები კონკრეტულ აქტივობებთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 18 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ქორქიამ გაუგზავნა წერილი გაუგზავნა და საბჭოს გააცნო კომიტეტის წევრები: ზურაბ ავალიშვილი, აპოლონ ურუშაძე, ალექსანდრე ჩერქეზიშვილი, კონსტანტინე მიქელაძე, გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ჩოჩია, ვალერიან გიორგაძე, ალექსანდრე კვინიხიძე, თავმჯდომარე – ალექსანდრე ქორქია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 იანვარს გიორგი მაზნიაშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს მებრძოლ ხეიბართა კავშირის თავმჯდომარე რ. ჩუბინიძემ სახელმწიფო მზრუნველობის სამინისტროს თავმჯდომარე აბხაზს მისწერა წერილი, რომლის თანახმადაც მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა კავშირის აღმასკომმა თბილისში 17 იანვარს დაავალა კავკასიის მუშათა 1-ლი ერთობის წარმომადგენლებს შეეტანათ სახელმწიფო ბანკში, თბილისის აღმასკომის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტათთა კავშირის ანგარიშზე ყველა ის ფული, რომელიც იყო მუშათა რაზმის (дружина) ანგარიშზე, მთლიანად 72 000 რუბლი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 იანვარს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა სამხედრო სექციას ქართული სამხედრო კავშირის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენის აუცილებლობის შესახებ. წერილს ხელს აწერს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა სამხედრო სექციას გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა განსაკუთრებული ყურადღება მიექცია სამხედრო კავშირისა და სამხედრო მიზნების განხორციელებისას ესარგებლა კავშირის ძალებით. წერილს ხელს აწერს დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 იანვარს კახელ მევენახეთა საზოგადოებამ წერილი გაუგზავნა საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ქართული საბეჭდი მანქანის თაობაზე. წერილში აღნიშნულია, რომ მევენახეთა საზოგადოება საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, ქართულ საბეჭდ მანქანას ვერ გადასცემს სამხედრო სექციას. ხელს აწერს გამგეობის წევრი ალექსანდრე ჯანდიერი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 იანვარს საქართველოს თბილისის მაზრის კომისრის თანაშემწე გრიგოლ ქარცივაძემ ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს გაუგზავნა წერილი მცხოვრებთა მიერ მავნებლურად განადგურებული ტყეების შესახებ. მისი განცხადებით, აღნიშნულზე თბილისის მაზრის ხელმძღვანელობამ მიიღო ზომები, კერძოდ, ტყის დაცვა დავალებული ჰქონდა საზოგადოების მიერ ამორჩეულ პირებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14-15 ოქტომბერს მოსკოვში მოიწვიეს სხდომა, რომელზეც უნდა წაეკითხათ მოხსენებები ნავთობმომარაგების მდგომარეობის შესახებ. სხდომაზე მიწვეული იყო ამიერკავკასიის სამხედრო წარმოების წარმომადგენელი სერგო ფეოდორის ძე ზავალიჩინი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 იანვარს გამართულ ჯურუყვეთის (გურია) სოფლის მუშათა საბჭოს წევრთა კრებაზე აირჩიეს საადგილმამულო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: ს. გოგუა, ნ. ანთაძე, მ. დობორჯგინიძე, ბ. გოგიჩაიშვილი, დ. კვაჭაძე, ს. აფხაზავა, ყ. ტუღუში.

1918

ტიპი: ღონისძიება

ამიერკავაკასიის ბანკის აქციონერთა 1918 წლის 14 იანვრის საგანგებო კრების დადგენილებითა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის, ალექსანდრე ხატისოვის ნებართვით ამიერკავკასიის ბანკმა ძირითადი კაპიტალი 3 000 000-დან 6 000 000 რუბლამდე გაზარდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 იანვარს, 19:30 საათზე, ტექნიკური საზოგადოების საერთო კრებაზე ინჟინერ ვლადისლავ ედმუნდის ძე ნოვოდვორსკის უნდა წაეკითხა მოხსენება: „ჯულფა-ბაქოს რკინიგზის მშენებლობა და სამუშაოს მდგომარეობა ამ დროისათვის“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამხედრო სექციის გამგის მოადგილედ კონსტანტინე გვარჯალაძე დაასახელეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ ტრაპზონში არსებული სამხედრო ქონება უპატრონოდ არის მიტოვებული. გამოითქვა მოსაზრებმა, რომ სექციებმა უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გასწიოს მსგავსი საკითხების მოსაგვარებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი, გრიგოლ ვეშაპელი. მდივანი – პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 13 იანვარს გამართულ პროფესორთა საბჭოს პირველ კრებაზე უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს პეტრე მელიქიშვილი, ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანად – ივანე ჯავახიშვილი, უნივერსიტეტის სწავლულ მდივნად – იოსებ ყიფშიძე, მოლარედ – ფილიპე გოგიჩაიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 იანვარს ჯულფის მატერიალური საწყობის მეარტელეებმა, საწყობის გამგეებმა – ფ. გალნიუშკინმა, ა. პოლიასნიკოვმა, პ. დავიდენკომ და ა. აგასანდიანცმა პატაკი (N79) ჩააბარეს ჯულფა-ბაქოს სამხედრო გზის სამუშაოების უფროსს, ინჟინერ ტრესკინსკის (ასლი გაუგზავნეს არტელის რწმუნებულ გ. პლუჟნიკოვს), რომელშიც ნათქვამია, რომ ჯულფის საწყობში შევიდა მუსულიმანური ჯარი, რომელმაც დაიკავა სურსათის განყოფილება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 იანვარს გადაბეის მადნეულის გადამდნობი ქარხნის დირექტორი ა. გ. ერნი კავკასიის რაიონის ქარხნების კრებაზე კავკასიის რაიონში ქარხნებზე თავდასხმის საშიშროების გამო ქარხნის მუშებისთვის იარაღის დარიგებას ითხოვდა.