რეგისტრირებული ფაქტები92416
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა ამიერკავკასიის ერთა პოლიტიკურ-ტერიტორიალური გადამიჯვნის თაობაზე შექმნილი მცირე კომისიის შესახებ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: სომხებიდან გიორგი ხატისოვი, თათრებიდან – შეიხულ ისლამოვი და ქართველებიდან – ალექსანდრე მდივანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი გვაზავა, იოსებ მაჭავარიანი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს საქართველოს კონსტიტუციის პროექტის შედგენისა და ამიერკავსიის ერების გამიჯვნის საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი გვაზავა, იოსებ მაჭავარიანი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციის პროექტისა და ამიერკავსიის ერების გამიჯვნის საკითხების შესახებ კომისიის დაარსების აუცილებლობაზე, რომელიც შეიმუშავებდა ძირითად დებულებებს და წარუდენდა ეროვნულ საბჭოს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა ამიერკავკასიის ერთა პოლიტიკურ-ტერიტორიალურ გადამიჯვნის თაობაზე შექმნილი კომისიის შესახებ. კომისიაზე სომხებმა მოითხოვეს მთლიანად ერევნის გუბერნია, თბილისის გუბერნიაში ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრების ნაწილი და შუშისა და ჯევანშირის მაზრის ნაწილები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, იოსებ გედევანიშილი, შალვა მესხიშვილი,კოტე მაყაშვილი, კოტე აფხაზი, ნიკოლოზ ქარცივაძე, კონსტანტინე მესხი,იესე ბარათაშვილი, დავით ვაჩნაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, მიხეილ მაჩაბელი,ივანე გობეჩია, რევაზ გაბაშვილი, ქრისტეფორე რაჭველიშვილი,გიორგი გვაზავა, ვლადიმერ გობეჩია, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე ინგოროყვა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გიორგი სიმონის ძე ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ფიზიკის, ხოლო ვარლამ დავითის ძე ლექვინაძე მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ელენე იოსების ასული ნივინსკაია (ეროვნებით პოლონელი) ხონის ქალთა გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ანა ლუკას ასული სანაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ისტორიის, ერმალოზ პეტრეს ძე კიწმარიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის, ხოლო ვერა იაკობის ასული საღარაძე უმცროსი კლასების პედაგოგებად მუშაობდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 მაისს ტარას ვაშაკიძეს ამიერკავკასიის დროებითმა მთავრობამ გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თხოვნა მეუღლის ნეშთის პანთეონში, სარაჯიშვილის მიერ შეძენილ სასაფლაოზე, ცხვედაძის საფლავის გვერდით დროებით დასაფლავების შესახებ. ის ნეშთის გადასვენებას სტეფანწმინდაში აპირებდა. გამგეობამ ყაზბეგის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს ფოსტა-ტელეგრაფში არსებული დაძაბული მდგომარეობა. შედეგად, გიორგი გვაზავას დაევალა შინაგან საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკების წარმართვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი. ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, პეტრე ქავთარაძე, პეტრე მამრაძე და იოსებ ყიფშიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი; ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, პეტრე ქავთარაძე, პეტრე მამრაძე და იოსებ ყიფშიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომის დადგენილებით შემდეგი საბჭოს წევრთა კრება დაინიშნა 1918 წლის 9 მაისს, სადაც საქართველოს კონსტიტუციის შედგენის საკითხი უნდა განხილულიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი. ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, პეტრე ქავთარაძე, პეტრე მამრაძე და იოსებ ყიფშიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს კახეთის რკინიგზის საზოგადოების გამგეობის თხოვნა მთავრობის მხრიდან დახმარების შესახებ, რომელიც 3 მილიონი მანეთის გადაცემას გულისხმობდა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 6 მაისს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის მეუღლე ელისაბედ ყაზბეგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 მაისს ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედების სამინისტროს სამმართველომ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად სამინისტროს მინისტრის ამხანაგი გრიგორ სერგოს ძე ძამოევი სამშვიდობო დელეგაციის წევრად გაგზავნეს ქალაქ ბათუმში და მას მიანიჭეს მინისტრის ვალდებულებები.
1918
ტიპი: თანამდებობა
ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად, დიმიტრი გიორგის ძე აბხაზი დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილის თანამდებობიდან თავისი თხოვნით გაათავისუფლეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად, დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილის თანამდებობიდან თხოვნისამებრ გათავისუფლდა დიმიტრი გიორგის ძე აბხაზი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 მაისის ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედების სამმართველოს განცხადების თანახმად, ამიერკავკასიის სეიმის წევრი, ნაფიცმსაჯული ადვოკატი გრიგორი სერგოს ძე ძამოევი 1918 წლის 3 მაისიდა სახელმწიფო ქველმოქმედების მინისტრის ამხანაგად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 მაისს თბილისის შტაბმა სამსონიასა და სანაძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა, დროებით მიეღოთ ცერცვაძე იარაღის მარაგით, რომელიც მეორე დილამდე გორში უნდა გაგზავნილიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს 1918 წლის 2 მაისის განკარგულებით ოლქის თბილისის განყოფილების მეორე დისტანციის პირველთან შეერთების გამო მეორე დისტანციის ტექნიკოსი საფარიანცი განთავისუფლდა დისტანციის უფროსის თანამდებობიდან და დაინიშნა ძველ თანამდებობაზე, ტექნიკური ნაწილის საქმეთა მმართველად. დისტანციების გაერთიანების გამო გაათავისუფლეს ყველა თანამშრომელი. ცნობა: ოლქის თბილისის განყოფილების საქმეთა უფროსის 1918 წლის 17 მარტის პატაკი N596; ოლქის უფროსი, ინჟინერი გ. თუმანოვი.

