რეგისტრირებული ფაქტები88105
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1936
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ბაბუამის ვახტანგ ბაგარტიონ-დავითაშვილს ვაჟი არა ჰყოლია და ქალიშვილი სოფიო ბიჭივით აღუზრდია.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მამამის რევაზ თარხნიშვილს მამულისა და ოჯახის პატრონობა არ ეხალისებოდა და მთელ თავისუფალ დროს წიგნების კითხვაში ატარებდა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს ირკვევა, რომ რევაზ თარხნიშვილი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამის რევაზ თარხნიშვილს დიდი გავლენა ჰქონია შვილების აღზრდაზე.
1936
ტიპი: მფლობელობა
1936 წელს თბილისის კერძო პანსიონი, სადაც ეკატრინე გაბაშვილი გადმოვიდა სასწავლებლად, ეკუთვნოდა ფრანგ პედაგოგ ფავრს.
1936
ტიპი: მფლობელობა
1936 წელს თბილისის კერძო პანსიონის მფლობელ ფავრს საშუალება ჰქონია მოეწვია თავის სასწავლებელში პროფესორები პოლონეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან დევნილი ფრიად განსწავლული პედაგოგები.
1936
ტიპი: მფლობელობა
1936 წელს ფავრის კერძო პანსიონი ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად ითვლებოდა თბილისში.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936 წელს ფავრის პანსიონში რუსულ ლიტერატურას ასწავლიდა ყოფილი კიევის უნივერსიტეტის პროფესორი იუშკოვი.
1900
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1900 წლის 29 მაისს ილია ჭავჭავაძეს საგურამოში ესტუმრნენ მისი და, ელისაბედ საგინაშვილი, სიძე ნიკოლოზ აფხაზი, დისშვილი კოტე აფხაზი, გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი, გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორი ვასილი ველიჩკო, მისი და, ბარბარა ველიჩკო და ნიკოლოზ ცხვედაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს (3 მარტს) ნოე რამიშვილი მემარცხენე სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო ტარტუს უნივერსიტეტიდან გარიცხეს.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წელს ნოე რამიშვილი სტუდენტობის პერიოდში (ტარტუს უნივერსიტეტი) სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ნოე რამიშვილს ტარტუს უნივერსიტეტიდან გარიცხვის გამო საქართველოში დაბრუნება მოუხდა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს თბილისში ნოე რამიშვილი ჟანდარმერიამ დააპატიმრა, მაგრამ მან გაქცევით უშველა თავს და რუსეთში გადავიდა.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1904 წელს რუსეთში გაქცეული ნოე რამიშვილი როსტოვში არალეგალურად ცხოვრობდა.

