საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ (N12, რედაქტორი კატო მიქელაძე) ცნობით, უახლოეს ხანში საფირჩხიის ამაღლების ეკლესიის გალავანში უნდა გამართულიყო საღამო ადგილობრივი სამკითხველოს და აღმასრულებელი კომიტეტის სასარგებლოდ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისას“ N12 ცნობით, საგუბერნიო კომიტეტის განცხადების თანახმად, მოკლე ხანში, ვაგონების სიმცირის გამო ქუთაისიდან ხილეულობის გაზიდვა შეწყდებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N12 ცნობით, ქუთაისის გუბერნიისთვის სხვადასხვა სანოვაგის მოსატანად გამზადებული იყო 150 ვაგონი. ამჟამად, ქალ. სასურ. კომიტეტის ცნობით, მხოლოდ 15 ვაგონი იყო, რის გამოც სასურსათო კომიტეტმა პურის ფქვილის ზღვით შემოტანა გადაწყვიტა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N12 რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა მონტესკიეს მოთხრობა „უსამართლო ხალხი“

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 დაიბეჭდა დ. ყვირილიდან შემომწირველთა სია გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ სასარგებლოდ: როხოლია ბერიძისა, ანეტა ოქროპირიძისა, მათიკო აბაშიძისა, ალექსანდრა აბაშიძისა.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N12 გამოქვეყნებულია გულნარა ქაიხოსროს ასული კანდელაკისას განცხადება, რომელიც კურნავს სხვადასხვა დაავადებებს და მსურველთ შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ძველი თბილისის ქუჩა, აპელის სახლები, მიღება დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, 29 ივნისს სოფელ მონასტერში (გორის მაზრა) 5 შეიარაღებული პირი თავს დაესხა გელაშვილის ქვრივს, მოიტაცეს მისი ქალიშვილი. აღმასრულებელი კომიტეტის განკარგულებით, მესამე დღეს ქალი ყურმაშვილის ოჯახში აღმოაჩინეს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ინგლისელი მილიტანტკები II“, რომელშიც გადმოცემულია ინგლისელი სუფრაჟისტი ქალის, ემელინ პანკჰერსტის ცხოვრება და მოღვაწეობა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N12 დაიბეჭდა ექიმ მ. ი. პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (რა უნდა ვუყოთ პროსტიტუციას, I, მიზეზი პროსტიტუციისა). ავტორი მიმოიხილავს პროსტიტუციის გამომწვევ მიზეზებს და მასთან ბრძოლის მეთოდებს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 26 ივნისს ანტონ არქიპოს ძე გვერდწითელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კიევის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია ხელმეორედ სთხოვა.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 25 ივნისს ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი ბესარიონ დავითის ძე კაკაბაძე გარდაიცვალა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – ოლღა ხოფერია, მდივანი – გიორგი გამზარდია) მთავარ გამგეობას სთხოვა, შეეტყობინებინათ, რა წესით უნდა გაეხსნათ მომავალში ბიბლიოთეკა-სამკითხველოები.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ქალაქის არჩევნები“, რომელშიც განიხილავს მოახლოებულ არჩევნებს და ქალებს მოუწოდებს თავიანთი უფლებების დაცვისკენ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N11) დაიბეჭდა ექიმ ალექსანდრე მაჭავარიანის წერილი „მიეცით გზა ქალებს“ ქალთა თანასწორობისა და უფლებებისათვის მებრძოლი ქართველი ქალების, იმდროინდელი მდგომარეობისა და ემანსიპაციის საჭიროების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 ფსევდონიმით „სელოს ძმა“ დაიბეჭდა წერილი „საუბარი მუშა ქალებთან“, რომელშიც საუბარია აღნიშნული გაზეთის შესახებ, როგორც ქალთა უფლებებისათვის მებრძოლ გამოცემაზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 დაიბეჭდა სამსონ კიკაჩეიშვილის წერილი „სალამი „ხმა ქართველი ქალისას“ და მისივე ლექსები: „ცისარტყელა“ და „მუშა ქალის სიმღერა“.

1917

ტიპი: მფლობელობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N11 ცნობით, ნიჭიერმა მხატვარმა სერგეი ახვლედიანმა ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის ბიუროს შესწირა თავისი დახატული სურათი ქალთა უფლების დამცველი პოეტი და ფილოსოფოსი შატობრიანისა, რისთვისაც ქალთა კლუბის ნიურო და გაზეთის რედაქცია მადლობას უხდის მას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 დაიბეჭდა ეფროსინე ნაფეტვარიძის წერილი „ს. ტობანიერის მამლაყინწები“. ის სტატიაში განიხილავს ამ სოფელში ჩატარებულ ქალთა კრებას, რომელიც მამაკაცებმა დაარბიეს და ჩაშალეს მუქარით, რათა სხვა დროს აღარ განმეორებულიყო კრება.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 დაიბეჭდა ავადმყოფი ქალის, ლიდა ნიკოლეიშვილის წერილი რედაქტორის მიმართ. ის გაზეთის საშუალებით მადლობას უხდის ჭიათურის ქალთა საზოგადოების გამგეობას მისი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გაწეული მატერიალური დახმარებისათვის.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 იუწყება, რომ ქ. თბილისიდან ნინო იაზონის ასული მაჭავარიანისგან გაზეთის სასარგებლოდ მიიღეს შემოწირულობა 3 მან. 50 კაპ., ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის სასარგებლოდ კი 3 მ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N11) დაიბეჭდა სოფ. ხეთიდან შემომწირველთა სია გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ: ედუქსი კვირკველია, ალექსანდრე ლებონმჟავა, ეფროსინე დავითაია, პარასკევა გვასალია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 დაიბეჭდა საჭამიასერიდან შემომწირველთა სია გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ: ფედოსი რამიშვილი-კვინტრაძისა, მარიამ რამიშვილი-დუდუჩავასი, ელენე ვაჩეიშვილი-კვინტრაძისა, ირინე კვინტრაძე-სხვიტარიძისა, მინადორა კვინტრაძე-სანადირაძისა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N11) დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: საშა ასათიანი, ედუსი წერეთლისა, ეკატერინე ასათიანი და სხვ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ეპრაქსია გოგიძისა, ელენა მინდელისა, ნინო ბურჯანაძე და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: მელიტონ ლეთოდიანი, არსენ საღინაძე, ზ. დათიაშვილი და სხვები.