რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში გამოცემული სახელმძღვანელოების „Новое Слово“-სა და „ქართული ანბანის“ მეორედ დაბეჭდვის შემდეგ შესაძლო იყო საზოგადოება დაზარალებულიყო, მის სახელმძღვანელოებს წიგნის ბაზარი დაეკარგა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლოს სექციას ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა – სახელმძღვანელოების გამოცემა და მათ ტექნიკურ მხარეზე ზრუნვა. გამგეობას ასე არ უნდა დაეტვირთა სექცია, რადგან ორივე საქმეს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა და მის წევრებს გაუჭირდებოდათ გამკლავება.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციის მთელი ყურადღება და ძალ-ღონე მიმართული უნდა ყოფილიყო სახელმძღვანელოების ცვლილების, შესწორებისა და ხარისხის გუმჯობესებისაკენ, რათა კონკურენცია გაეწია ბაზარზე გამოსული ახალი წიგნებისთვის.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ გამგეობამ სასკოლო სექციას სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება დართო და საგამომცემლო ინსტრუქციაშიც შეიტანა ეს ცვლილება, რაც არ იყო საქმისთვის სასარგებლო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობა საზოგადოების ნებართვის გარეშე საგამომცემლო სექციის საქმეს სასკოლო სექციას ავალებდა. მისი აზრით, გამგეობის ეს საქციელი ყოვლად გაუმართლებელი იყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ სახელმძღვანელო წიგნების გამოცემას პედაგოგების განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა და უმჯობესი იყო ამ საქმისთვის ეხელმძღვანელა სპეციალურ ორგანოს – სასკოლო სექციას, რომლის წევრებიც პედაგოგები იყვნენ.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებს სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ შესთავაზა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექციებს შორის არსებული პრობლემების გასარკვევად აერჩიათ 3-5 პირისაგან შემდგარი კომისია, რომელიც თავის დასკვნას კრებას წარუდგენდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის, სარევიზიო კომისიისა და სხვა სექციის წევრების აზრით, სასკოლო და საგამომცემლო სექციებს შორის დაპირისპირების მიზეზი იყო წიგნების კორექტურების გასასწორებლად გამოყოფილი თანხა.