რეგისტრირებული ფაქტები81097
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 20 სექტემბერს მიხეილ იერემიას ძე ქავთარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 20 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილებამ ახალი მმართველობა აირჩია. გამგეობის წევრებად აირჩიეს: სპირიდონ ოქროპირის ძე დანელია, ამბაკო იესეს ძე სულუხია, ევგენი იესეს ძე ბოხუა, სამუელ სტეფანეს ძე კოპლატაძე, ანდრი ბზიავა და დიმიტრი ეპიტაშვილი. წევრობის კანდიდატებად – ლუკა ვასაძე, თეოფილე ალმასხანის ძე გოგიბერიძე და ლუკა წულაია, ხოლო სარევიზიო კომისიის წევრებად – ალექსანდრე ჩხარტიშვილი, ნესტორ ჭანიშვილი და დომენტი გიგოს ძე ნადირაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 20 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების მდივნად აირჩიეს ერმილე ანჯაფარიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 20 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილებამ ახალი მმართველობა აირჩია, რადგან წევრთა უმრავლესობა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო ტუაფსეში არ იმყოფებოდნენ, გაათავისუფლეს. სპირიდონ ოტიას ძე ბენდუქიძე ტუაფსეს განყოფილების საპატიო წევრი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 20 სექტემბერს ქუთაისის თეატრში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებითი საღამო „საქართველოს ყვავილები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვალერიან გაფრინდაშვილმა, ელენე დარიანმა, შალვა დადიანმა, ვარლამ რუხაძემ და პაოლო იაშვილმა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 სექტემბერს ქუთაისის გიმნაზიის გამგემ, იოსებ ოცხელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნიკოლოზ ხუციშვილისთვის რუსეთში უმაღლესი განათლების მისაღებად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 სექტემბერს ქუთაისის გიმნაზიის გამგე იოსებ ოცხელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნიკოლოზ ხუციშვილისთვის რუსეთში უმაღლესი განათლების მისაღებად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელმა ვარლამ ბურჯანაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას აუწყა, რომ მთავარმა გამგეობამ დაამტკიცა დოროთე უჩანეიშვილი ზუგდიდის ქართული სკოლის მასწავლებლად.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა პირველ სექტემბერს ჩატარებულა და შემდგარა სხდომის ოქმი N 18. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ მიმართა თხოვნით, დაემტკიცებინა დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილი ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ უჩანეიშვილის ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ უკვე ეცნო და საჭირო დოკუმენტებიც გაეგზავნა სახალხო სკოლის დირექტორს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილი დაინიშნა ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლად იმ წლის პირველი სექტემბრიდან.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ მ. წიფურიას არ მიუღია თანხმობა დირექტორისაგან ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე სამუშაოდ, ამიტომ განყოფილების გამგეობას მის ნაცვლად პირველი სექტემბრიდან მოუწვევია დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილი. უჩანეიშვილს დაუმთავრებია ხონის საოსტატო სემინარია, ცოდნია მეგრული და გალობის სწავლება შესძლებია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ მთავარი გამგეობის მიერ ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცებული მ. წიფურია ვერ შეუდგა მოვალოების შესრულებას, რადგან არ მიუღია თანხმობა დირექტორისგან. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 9 სექტემბერს ჭაგნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი გიორგი ბესარიონის ძე შენგელია გარდაიცვალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 2 სექტემბერს პაოლო იაშვილმა ელენე ბაქრაძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც შეხვედრის დეტალებს უთანხმებდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 1-ლ სექტემბრამდე თამარ ბებურიშვილი მასწავლებლად მუშაობდა პეტრაშევის კომერციულ სასწავლებელში.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის სექტემბერში ვალერიან შალიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში რეჟისორად მიიწვიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის სექტემბერში ვალერიან შალიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში რეჟისორად მუშაობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის სექტემბრიდან მიტროფანე ბარკალაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.