რეგისტრირებული ფაქტები92415
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის, თავადაზნაურობის მიერ დიმიტრი შერვაშიძისაგან მიწების ნასყიდობის აქტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის, იოსებ შალიკაშვილის მემკვიდრეებისგან დაგირავებული მამულის გირავნობის აქტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის საბუთები, თავადაზნაურობის საზოგადოება „კახეთისა“ და გრიგოლ ფრიდონოვს შორის, საზოგადოება „კათეს“ ვალების გადახდის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის, გიროვნობის აქტი სესხის გარანტიად მიღებულ სვიმონ ხეთაგურის მამულზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის, გიროვნობის აქტი სესხის გარანტიად მიღებულ ნიკოლოზ ციციშვილის მამულზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო ბანკის წერილი სამთო სამრეწველო საზოგადოების გელზენკირხენის და კავკასიის სამადნო ამხანაგობის შავი ქვის წარმოებათა შეძენის თაობაზე შეთანხმების პირობების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის იანვარში ეროვნულმა საბჭომ წერილი გაუგზავნა სამაზრო კომისარიატს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის მშვიდობიანობის აღდგენის შესახებ. ხელს აწერენ: პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე მესხი და დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს, როცა თურქეთის არმიამ ოზურგეთი დაიკავა, თურქებს ძველი ფირალები გიორგი ალშიბაია და მელქისედეკ გუნთაიშვილიც ებრძოდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს ეროვნულ ყრილობას მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნეს სამტრედიის ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომლებმა. დეპეშას ხელს აწერს ილარიონ კურტანიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს ეროვნულ ყრილობას მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა ოსების ეროვნულმა კრებამ. ხელს აწერს ყრილობის თავმჯდომარე კოჩენოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის იანვარში საქართველოს ეროვნული საბჭოს კომიტეტმა წერილი გაუგზავნა გალის სამურზაყანოს აღმასრულებელ კომიტეტს აფხაზთა ეროვნული საბჭოს წარმომადგენელთა კრებაზე მოწვევის თაობაზე. ხელს აწერს მდივანი პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918-1919 წლის თეატრალურ სეზონზე ქუთაისის დრამატული საზოგადოების მიერ მიწვეული ნინო ჩხეიძე, ავადმყოფი და დასუსტებული, მაინც არ მოსცილდა საყვარელ სცენას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს კომიტეტის მდივანმა, პავლე საყვარელიძემ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნული საბჭოს რწმუნებულს ყაზბეგის ოლქში. საბჭო ითხოვდა საქართველოს ტერიტორიაზე 200-კაციანი ქართველთა რაზმის შემოშვებას, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა იარაღი და საჭირო სურსათ-სანოვაგე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს კომიტეტს წერილი გაუგზავნა მოსკოვის ქართველთა კოლონიის თავმჯდომარემ და მოითხოვა სხვადასხვა საკითხზე პასუხების გაცემა. კერძოდ, 1. საქართელოს პოზიცია თათრებთან და სომხებთან; 2. სიმართლეა, თუ არა თურქების იერიშის დაწყება ქუთაისზე და ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხი. ამ და სხვა საკითხებში გასარკვევად, მოსკოვიდან გამოიგზავნა ნიკოფორე ხახიშვილი, რომელმაც უმოკლეს დროში უნდა ჩამოიტანოს ცნობები აღნიშნულთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918-1921 წლებში ზაქარია მდივანი საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში მსახურობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1920 წლებში გიორგი არჯევანიძეს დასავლეთ საქართველოში გაშლილი I ქვეითი დივიზიის მეთაურის თანამდებობა ეკავა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლიდან ანდრია ბენაშვილი ამიერკავკასიის არმიის სამხედრო-ტოპოგრაფიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ანდრია ბენაშვილი ივანე ჯავახიშვილთან ერთად გახდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და პროფესორი.
1918
ტიპი: თანამდებობა
ანდრია ბენაშვილი და პეტრე მელიქიშვილი 1918 წლიდან იყვნენ ქართული უნივერსიტეტის პირველი პროფესორები ბუნებისმეტყველების დარგში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს დავით ართმელაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლიდან დავით ართმელაძე დასავლეთ საქართველოში გაშლილი 1-ელი ქვეითი დივიზიის მეთაურად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის დასაწყისში ალექსანდრე გედევანიშვილი ქალაქ ბათუმის რაიონისა და ციხე-სიმაგრის კომენდანტი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს, ოსმალების სამხედრო ექსპანსიის დროს, ალექსანდრე გედევანიშვილი ტყვედ ჩავარდა გენერალ მდივანთან ერთად, თუმცა, მალევე გათავისუფლდა.

