რეგისტრირებული ფაქტები81393
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ყარალაშვილი მე-2 ქართული ცხენოსანთა პოლკის პორუჩიკი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტია „იტტიხადმა“ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურაზე დაასახელა თალაათ-ბეი, საალი სეკი ბეი და ბეხადინ-ბეი.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბერიძე წყნეთის საქალაქო სკოლის მოწაფე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს წყნეთის საქალაქო სკოლის გამგე სოფიო სიდამონოვ-ერისთავის ინიციატორობით გამართულ საშობაო საღამოზე ლექსი წაიკითხა ამავე სკოლის მოწაფე ბერიძემ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს სასამართლო უწყების მოხელეებმა ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ ყოფილ იუსტიციის მინისტრ ევგენი გეგეჭკორს გაუმართეს ბანკეტი, რომელსაც დაესწრნენ: იუსტიციის ახალი მინისტრი რაჟდენ არსენიძე, მთავრობის საქმეთა მმართველი კონსტანტინე იასონის ძე ჯაფარიძე, იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია, სასამართლო უწყების მოხელეები და ნაფიც-ვექილთა კორპორაციის წარმომადგენლები, 60 კაცზე მეტი. თამადობდა ალექსანდრე ყანჩელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს სასამართლო უწყების მოხელეების მიერ ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ევგენი გეგეჭკორისთვის გამართულ ბანკეტზე სიტყვით გამოვიდნენ: გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, იოსებ კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი, გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, ისაი მარკოზის ძე დოლუხანოვი და სხვები.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 31 იანვარს დაბა ხარაგაულში რომანოზ დეკანოსიძის გარდაცვალების წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს საღამოს 9-ის ნახევარზე ქართულ კლუბში გაიმართებოდა საოჯახო საღამო, რუსული დრამის თეატრი „ტარტო“ წარმოადგენდა კომედიას „საბრალო ფედია“. მონაწილეობდნენ: ალეშკო, ზელიონაია, იანსი, პოლიაევი, როგაჩევსკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ (რუსთაველის გამზ. 21) ყოველდღე გაიმართებოდა სადილი და დაუკრავდა ანგელესკოს რუმინული ორკესტრი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვრიდან ქართველ მწერალთა კლუბ “ქიმერიონში“ წარმოადგენდნენ განახლებულ პროგრამას, რომლის რეჟისორი იყო ლეო გალი, კონფერანსიე − ნეჩაევი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოში ევგენია ჯორჯაძის საქმის გარჩევაზე სოსიკო ონიკაშვილი მოწმედ გამოვიდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფ. სვირში ალ. ნიჟარაძესა და დავ. აბაშიძეს კონფლიქტი ჰქონდათ.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს მარიამ პრესნიაკოვისა თბილისში ამიერკავკასიის რკინიგზაზე მოსამსახურეთა შვილებისთვის დაარსებული ორკლასიანი სასწავლებლის მზრუნველი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე დაამტკიცეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1 ივნისიდან საზოგადოება ეფროსინე აგლაძეს თვეში — 1 000, ხოლო ოლღა ჭავჭავაძეს 5 000 მანეთით დაეხმარებოდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი იანვრიდან ვასილ გადილიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა.