საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ არიმათიელის (იოსებ იმედაშვილის) სტატია ვლადიმერ დარჩიაშვილის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 მაისს ნაძალადევის თეატრში მსახიობ კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანის მონაწილეობით „სამშობლო“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა შალვა მოლაშვილის ლექსი „სატრფოს საფლავთან“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა მნაცაკან ივნეს ძე ისაკოვის (ველისციხელის) ლექსი „გული“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა სეზმან ალექსის ძე ბატკუაშვილის (ერთაწმინდელის) ლექსი „ღამე სტამბოლში“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დავით იაკობის ძე მებუკის ლექსი „სურათზე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დავით მელიტონის ძე ჩხეიძის (დია ჩიანელის) თხზულება „ტანჯული მგოსანი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დარია ახვლედიანის თხზულება „გაზაფხული“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატია „უბრალო საუბარი უბრალო მკითხველთან“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაფიელ ალექსანდრეს ძე ჯიბლაძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას მიერ ზაქარია ჭიჭინაძისთვის გაგზავნილი წერილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ არიმათიელის (იმედაშვილის) სტატია ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 მაისს ალ. ტ. გოგაშვილის რეჟისორობით ნაძალადევის თეატრში „სამშობლო“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ვახტანგ გიორგის ძე ვაჩნაძის (გარრიკის) სტატია „ოპერა „ტრავიატა“ ქართულ სცენაზე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გაგრძელება მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის სტატიისა „ქართული მუსიკა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე პავლეს ძე ახალშენიშვილის (დავიწყებულის) სტატია „თელავის სცენის მოსპობა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე გერასიმეს ძე რუხაძემ დაწერა სამმოქმედებიანი კომედია „ქვეყნის მარილი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ევდოშვილის დაკრძალვის დღეს ქაშვეთის ეკლესიაში ივანე გომართელმა გარდაცვლილის შესახებ ისაუბრა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ევდოშვილის დაკრძალვაზე წიტყვა წარმოთქვა მღვდელმა იოსებ მირიანაშვილმა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ევდოშვილის დაკრძალვის დღეს ონის ქართველ ებრაელთა რაბინმა დავით ბააზოვმა გარდაცვლილის შესახებ ისაუბრა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ჟურნალის რედაქციამ ნიკო ივანეს ძე სიხარულიძისგან მიიღო ხაშურში ნაცნობთა შორის შეკრებილი 46 მანეთი და 30 კაპ. ალექსანდრე ბესარიონის ძე აბაშელისა და ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილის დასახმარებლად.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 მაისს კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში მწერალ მიხეილ ლელაშვილის გარდაცვალების წლისთავის გამო პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი (გრიგოლ) იოსების ძე ედიბერიძემ თბილისში იმპერატორ ნიკოლოზ II-ის სახელობის კომერციული სასწავლებელი დაამთავრა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რეჟისორი ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილი ბათუმიდან გამოჯანმრთელებული დაბრუნდა თბილისში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 მაისს ბათუმში ალექსანდრე კავთელისა და ივანე ბარველის მონაწილეობით პოლიევქტოს ირეთელის (კალანდაძის) „ბედნიერი დღე“ უნდა წარმოედგინათ.