საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92406

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 16 თებერვალს სამხედრო საბჭომ გენერალ ილია ოდიშელიძის ნაცვლად მთავარსარდლად გენერალი გიორგი კვინიტაძე დანიშნა.

1843

ტიპი: თანამდებობა

1843 წელს ანდრია გიორგის ძე ჩიხლაძე სოფ. გორდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ვალერიან თევზაძემ თბილისის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916-17 წლებში ივლიანე საკანდელიძე სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1862

ტიპი: გარდაცვალება

1862 წელს სოფ. გორდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი ანდრია გიორგის ძე ჩიხლაძე გარდაიცვალა.

1812

ტიპი: თანამდებობა

1812-47 წლებში ბესარიონ ქველის ძე გამრეკლიძე სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის კაპიტანი გიორგი კვინიტაძე თბილისის სამხედრო სასწავლებელში საბრძოლო ტაქტიკას ასწავლიდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ანტონ ჩიხლაძე სოფ. გორდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის იანვარში გენერალი ილია ოდიშელიძე სამხედრო საბჭოს მთავარსარდალი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847-53 წლებში ქრისტეფორე გრიგოლის ძე მებურიშვილი სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წლის 16 ივნისს სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ქველის ძე გამრეკლიძე გარდაიცვალა.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს დავით ბესარიონის ძე გამრეკლიძე სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში ბოლშევიკების წინააღმდეგ ომში გენერალ არტემ ჯიჯიხიას განკარგულებაში იყო სამი გვარდიის ათასეული შესაბამისი არტილერიით და გვარდიის ცხენოსანი ესკადრონი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს გრიგოლ ბესარიონის ძე ნადირაძე სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წელს დავით ბესარიონის ძე გამრეკლიძე სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 28 მაისს სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ოქროპირის ძე ნადირაძე გარდაიცვალა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს გრიგოლ ბესარიონის ძე ნადირაძე სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს გიორგი წერეთელი სოფ. გორისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: გარდაცვალება

1838 წლის 22 თებერვალს სოფ. გორისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი წერეთელი გარდაიცვალა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1902 წლებში ბესარიონ ოქროპირის ძე ნადირაძე სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის აპრილში ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილმა ნახა რუსეთის მთავრობის მოწოდება, რომელშიც ქართველ ერს ხოტბა ჰქონდა შესხმული. მან ამ სიტუაციით ისარგებლა და პეტერბურგის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წესდების გამოგზავნა სთხოვა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წელს პეტერბურგის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილს მისწერა, რომ მათი წესდება არ გამოადგებოდა და ხარკოვის საზოგადოებისთვის მიემართა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ხოვლეში ქართველი ახალგაზრდების მიერ შეგროვებილი ფულით გიორგი ჯავახიშვილის მეუღლის, მარიამ იოსების ასულ მამაცაშვილის სახელობის სკოლა დაარსდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წელს ხარკოვის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილს მისწერა, რომ მათი წესდების ერთი ეგზემპლარი ზაქარია გიორგის ძე ერისთავისთვის ჰქონდათ გაგზავნილი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილს ხარკოვის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება გადასცა.