საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 ნოემბერს სწავლა-განათლების მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი მოსწავლეების მშობლებთან და ახლობლებთან ერთად მეორე კლასიკური გიმნაზიის აქტს დაესწრო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლილოვი მოერე კლასიკური გიმნაზიის დირექტორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 ნოემბერს მეორე კლასიკური გიმნაზიის აქტზე დირექტორმა ლილოვმა წაიკითხა წერილი „ხასიათის გაწურთვნაზე“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სამოსუდი იყო დირიჟორი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი ქართულმა დრამატულმა დასმა შტატში სამუშაოდ მიიწვია.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი ნიჭიერი და თავის საქმეში დახელოვნებული არტისტი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი ყველა როლს ძალიან კარგად ირგებდა და ოსტატურად თამაშობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი შთამბეჭდავი თამაშით მაყურებლის გულს ატყვევებდა. მისი როლებით საზოგადოება ესთეტიურ სიამოვნებას იღებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი კონსტანტინეს ძე ყიფიანს სცენაზე თამაშის დროს ზოგჯერ ენა ებმოდა და ხელებს უთავბოლოდ ამოძრავებდა. მას შეეძლო ეს ხარვეზები თავიდან აეცილებინა თუკი მათ გამოსწორებაზე იმუშავებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა პიესა „ხათაბალიდან“ ზამბახოვის როლი შეასრულა. იგი სცენაზე თამაშის დროს მიმიკას, კილოს, ლაპარაკს ზომიერად იყენებდა, რაც მხოლოდ დახელოვნებულ არტისტს ეხერხებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მერაბის ძე გამყრელიძემ პიესა „ხათაბალიდან“ ისაიას როლის შეასრულა. მისი თამაში ურიგო არ იყო, თუმცა ვასილ ალექსის ძე აბაშიძის შესრულება სჯობდა.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მერაბის ძე გამყრელიძე ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო და შეეძლო თვითმყოფადი არტისტი ყოფილიყო, თუმცა თავის ნიჭს სხვა მსახიობების მიბაძვაში ხარჯავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მერაბის ძე გამყრელიძე პიესა „ხათაბალიდან“ ისაიას როლის შესრულებისას ძალიან ბაძავდა ვასილ ალექსის ძე აბაშიძის თამაშს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მერაბის ძე გამყრელიძე პიესა „ხათაბალიდან“ ისაიას როლის შესრულებისას ძალიან ბაძავდა ვასილ ალექსის ძე აბაშიძის თამაშს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მსახიობი დავით მერაბის ძე გამყრელიძე როლის შესრულებისას ცდილობდა სხვას დამსგავსებოდა და არა საკუთარ თავს. ეს ძალიან სამწუხარო იყო, რადგან მას თავისი ნიჭით შეეძლო თავად გამხდარიყო მისაბაძი მსაახიობი. იგი ნიჭს სათავისოდ არ იყენებდა.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი ძალიან მოწესრიგებული და წინდახედული არტისტი იყო.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბრალდებულ ევგენია ჯორჯაძეს ვექილი დოლგოლენკო იცავდა.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს კარნოვიჩი თბილისის ოლქის სასამართლოს წევრი იყო.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ევგენია ჯორჯაძისას თელავის წმინდა ნინოს დედათა სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბახუტაშვილი ექიმად მუშაობდა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს კ. ქუთათელაძე კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილების სტუდენტი იყო.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის მაისში ა. გელოვანს კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილება უნდა დაესრულებინა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ალექსანდრე მიხეილის ძე პლავსკი მისივე თხოვნით თბილისის სასამართლო პალატის წევრობიდან გაათავისუფლეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის ოლქის სასამართლოს დროებითმა განყოფილებამ ევგენია ჯორჯაძე დამნაშავედ მიიჩნია და გადაწყვიტა, თელავიდან ტომსკის გუბერნიაში გაეგზავნა საცხოვრებლად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ და ელენე კონსტანტინეს ასულ ჩხეიძეების ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.