საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს დოლგოლენკო ვექილად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ნინო ანდრონიკაშვილის სტატიის მიხედვით, 15 თებერვალს სიღნაღში გამართული ქართულ-რუსული წარმოდგენის შემოსავალი 112 მანეთი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ მიხეილ ერასტის ძე დარახველიძემ განაცხადა, რომ მისი სახელი შეცდომით იყო ჩაწერილი სახელმწიფო სათათბიროს წევრთა ამომრჩევლების სიაში.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა იასონ ნიკოლოზის ძე ნიკოლაიშვილის მოთხრობა „პეტრიას ოჯახი“.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს ი. მესხი კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილების სტუდენტი იყო.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 1 მარტს თერგის ოლქში მცხოვრები ავდოტია კორსუნოვისა ყალბი მოწმობის გამოყენების გამო დააპატიმრეს.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის მარტში ალექსანდრე მიხეილის ძე მორთულაძე გარდაიცვალა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსი ნიკოლოზის ძე ნინუას ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გაბრიელ იოსების ძე ზუბიევს გორში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გაბრიელ იოსების ძე ზუბიევის გორში მდებარე ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსი ნიკოლოზის ძე ნინუას ქუთაისში, ჰოსპიტლის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელისაბედ და ელენე კონსტანტინეს ასულ ჩხეიძეებს ქუთაისში, რიონის მარცხენა სანაპიროზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ მიწის ნაკვეთით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბრძანებით თბილისში სასმელის კონტროლიორებად ივანე პორიშკო, მატვეი გაიდუკოვი და დიმიტრი შვედოვი დაინიშნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბრძანების თანახმად, ქარხნის უმცროსი კონტროლიორი ალექსანდრე ვაისერი თამბაქოს უფროს საშტატო კონტროლიორად დაინიშნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 23 მაისს თელავში ევგენია ჯორჯაძემ ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილის რევოლვერით მოკვლა სცადა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს სოსიკო მაჭავარიანმა თელავის სატუსაღოს წიგნსაცავს წიგნები, დაფები და კარადები შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ანტონ ფურცელაძის „სამის თავს გადასავალი“ 5 შაურად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ აკოფოვის წერილი ქუთაისის საბჭოს შესახებ.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე მორთულაძე პორუჩიკი იყო.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს ა. გელოვანი კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილების სტუდენტი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს შმიტი პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს მ. ი. მრევლიშვილმა თიანეთის ადმინისტრაციას ხევსურების სალოცავის, იახსარის ხატის დანგრევა სთხოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბუღალტერი სერგეი კულიკი სააქციზო სასმელის უფროს საშტატო კონტროლიორად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს სახალხო განათლების სამინისტროს ბრძანებით ბაქოს ვაჟთა პირველი გიმნაზიის ინსპექტორი ილია ჯიშკარიანი გორის მაზრის მიხაილოვის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოფიო გალუსტას ასულ მიანსაროვს ერევანში სართულნახევრიანი სახლი ჰქონდა ერთი ერთსართულიანი და ერთი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.