რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 30 აგვისტოს 10 საათზე ილია ჭავჭავაძე ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში. მასთან ერთად იყვნენ მეუღლე, მსახური იაკობ ბითარიშვილი და მეეტლე თედო ლაბაური. 1-ელ საათსა და 30 წუთზე საგურამომდე 6-7 კილომეტრის დაშორებით, წიწამურთან ორ სხვადასხვა გორაკზე მდგარმა გიორგი ხიზანიშვილმა და პავლე ფშავლიშვილმა თავდამსხმელებს ანიშნეს ეტლის გამოჩენის შესახებ. ხიზანიშვილი ადგილზე დარჩა სამეთვალყუროდ, ფშავლიშვილი კი შეუერთდა თავდამსხმელებს: გიგოლა ბერბიჭაშვილს, ვანო ინაშვილსა და ილია იმერლიშვილს. სტვენის ხმაზე ბოროტმოქმედების თანამონაწილე თედო ლაბაურმა ეტლი გააჩერა. შეიარაღებული თავდამსხმელები ტყიდან გამოვიდნენ. ილია იმერლიშვილმა ილია ჭავჭავაძე მოკლა გულში ნასროლი ტყვიით და შემდეგ გიგოლა ბერბიჭაშვილმა სახეში დაარტყა თოფის კონდახი. მსახური იაკობ ბითარიშვილი მოკლეს, ოლღა გურამიშვილი კი კონდახით მძიმედ დაჭრეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 27 მაისს ვერაზე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის მმართველობის თავმჯდომარედ არჩევის აღსანიშნავად სადილი გამართა.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 1-ელ იანვრის გაზეთ „შუამავალში“ ეშმაკის ფსევდონიმით დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვის ნესტორ ლაზარეს ძე კალანდაძისეული პაროდია „სიტყვა თქმული ილია ჭავჭავაძისა მიერ ს. გურამიანთკარში ეკზეკუციის მინიჭების დროს“.
1892
ტიპი: თანამდებობა
გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერში ვკითხულობთ, რომ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი თბილისის მე-3 განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 29 იანვარს ქართულ თეატრში ვალერიან გუნიას ბენეფისი უნდა გამართულიყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16 იანვარს თელავის თავად-აზნაურთა კრებას თელავის მაზრის უფროსი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი დაესწრო.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 26 იანვარს ლეონიდე ოქროპირიძე ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების ინსპექტორი იყო.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 22 დეკემბერს თბილისის მაზრის უფროსმა ლევან ჯანდიერმა სოფელ საგარეჯოს მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კახეთში ვაზი კარგად ხარობდა, მაგრამ მოსახლეობამ ვაზის მოვლა და ღვინის დაყენება არ იცოდა, რის გამოც კახური ღვინო ბუნებრივ ღირსებას კარგავდა და იაფად იყიდებოდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორისგან თბილისის მაზრის უფროს ლევან ჯანდიერს დაკისრებული ჰქონდა საზოგადო ზვრების გაშენების საკითხი.

