საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81472

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილის „ბუნება და ცხოვრება“ მე-2 ნაწილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 მარტს ქუთაისის თეატრში დავით აკოფაშვილის, ვარლამ რუხაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა მონაწილეობით სალიტერატურო, მუსიკალურ-დრამატული საღამო გაიმართა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტს ავლაბრის სახალხო თეატრში ავლაბრის სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ სოფიო რომანიშვილისა და იოსებ ჟივიძის მონაწილეობით წარმოადგინა პიესა „უმუშევარნი“. სპექტაკლის რეჟისორი იყო იოსებ ივანიძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 მარტს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი სომხეთში გაემგზავრა ქართულ-რუსული სპექტაკლების დასადგმელად.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 მარტს გაიმართა ნაძალადევის თეატრის წევრთა მე-2 წლიური კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ალ. ქობულაშვილი, კრების გაგრძელება დაინიშნა 30 მარტისთვის.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21-23 მარტს ბათუმში თბილისის დრამატული საზოგადოების დასმა ვალერიან შალიკაშვილის რეჟისორობით წარმოადგინა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 მარტს ხარფუხში, სტეფანე გ. პეპანოვის ბენეფისზე, წარმოადგინეს „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“. პეპანოვი სპექტაკლში გლუხოვცევის როლს ასრულებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 მარტს ყარსში ადგილობრივმა სცენის მოღვაწეებმა კალატოზიშვილის რეჟისორობით სარკინიგზო ბატალიონის სცენის დასახმარებლად საქალაქო საკრებულოში ქართულ ენაზე წარმოადგინეს პიესა „უმარილის ბრალია“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19-20 მარტს თბილისის დრამატული საზოგადოების დასმა ვალერიან შალიკაშვილის რეჟისორობით ქუთაისში წარმოადგინა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის განცხადება ცხინვალის ერთკლასიანი სკოლის მოსწავლეებისთვის 10 მანეთის წიგნების გაგზავნის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის განცხადება საგურამოს სკოლის მცველის დახმარების შესახებ. გამგეობამ სექციის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 მარტს გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის დატოვებული ფულის მისაღებად მოსკოვში საზოგადოების სახელით კაცის გაგზავნა იყო საჭირო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის განცხადება საგურამოს სკოლის მცველის დახმარების შესახებ. გამგეობამ სექციის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის განცხადება ბაკურიანის სკოლის მასწავლებელ ბაგრატ ბეთანელისთვის ქართველი მოსწავლეებისთვის დასარიგებლად 30 „დედა ენისა“ და 50 რვეულის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ სექციის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის ანდერძის სისრულეში მოსაყვანად მოსკოვში ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის გაგზავნა გადაწყვიტა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის განცხადება სოფ. ქურთის მოსწავლეებისთვის 20 „დედა ენისა“ და 5 „ბუნების კარის“ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ სექციის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება იაკობ გოგებაშვილის ანდერძის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის წარდგენილ ანგარიშში მაჩხაანის ფილიალის თავმჯდომარე (მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი) წუხილს გამოთქვამდა უთეატრობის გამო, რადგან საგანგებო შენობის უქონლობა ხელს უშლიდა წარმოდგენების გამართვას განყოფილების სასარგებლოდ. თავმჯდომარის თქმით, თეატრის ასაშენებელი თანხის შესაგროვებლად ხუთი ყულაბაც კი ჰქონდათ დადგმული სხვადასხვა ადგილას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე ნინიკაშვილმა თბილისის მთავარ გამგეობას წარუდგინა მასალა, კერძოდ: 1913 წლის ანგარიში, შემოსავალ-გასავლის ცნობები, საზოგადო კრების ოქმის პირი, ფილიალის ნამდვილი წევრების სია, გამგეობის მუშაობის შეფასება და 1914 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავალი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების მიერ მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი 1913 წლის ანგარიშის თანახმად, გამგეობის თავმჯდომარე იყო მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, მდივანი – დიმიტრი გონაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია. ფილიალს ჰყავდა 64 წევრი, ჰქონდა ორი ბიბლიოთეკა-სამკითხველო; წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაიმართა საერთო კრება, რომელსაც არც ერთი წევრი არ დაჰკლებია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში აქვსენტი ფაღავას სახლში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი N 3. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივნის მაგივრად სოკრატე კეშილავა და წევრები: გიორგი ხერხეულიძე და კატო კედია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი. სხდომამ შესაძლებლად მიიჩნია მომავალი სექტემბრისთვის დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის პირველი განყოფილების გახსნა და შეადგინა ამისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა. სავარაუდოდ, 1914 წლის სექტემბერში სკოლის გახსნა და მისი პირველ იანვრამდე შენახვა საზოგადოებას დაუჯდებოდა 603 მანეთი და 32 კაპიკი. შემდეგში, სკოლის შენახვისთვის საჭირო სავარაუდო წლიურმა ხარჯმა იანვრიდან იანვრამდე შეადგინა 950 მან. საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას სალაროში გააჩნდა 583 მან., აქედან მოულოდნელი ხარჯებისთვის გადადებული იყო 100 მან. შემოსავლის 20%, რომელიც წესით მთავარი გამგეობისთვის უნდა გაეგზავნათ, უნდა შენახულიყო როგორც ხელშეუხებელი თანხა. ამრიგად, პირველ იანვრამდე გამგეობას შეეძლო გამოეტანა არა უმეტეს 300 მანეთისა, ხოლო შემდეგში, ყოველწლიურად – 450 მან. ამიტომ, სხდომამ გადაწყვიტა, ეთხოვა მთავარი გამგეობისთვის დახმარება სამეგრელოში ერთი ქართული სკოლის გახსნის საქმეში. კერძოდ, 300 მანეთი ერთბაშად და შემდგომ, ყოველწლიურად 500 მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივნის მაგივრად სოკრატე კეშილავა და წევრები: გიორგი ხერხეულიძე და კატო კედია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი. დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის განყოფილების გასახსნელად შეადგინეს ერთდროული ხარჯთაღრიცვხა, რომელმაც 300 მანეთი შეადგინა. გარდა ამისა, 1914 წლის პირველი სექტემბრიდან 1915 წლის პირველ იანვრამდე საზოგადოებას ექნებოდა შემდეგი ხარჯი: სახლის ქირა – 100 მან., მასწავლებლის ჯამაგირი – 13 მან. 32 კაპ., სამი საჟენი შეშის ნახევარი – 26 მან., მოსამსახურე ბიჭი – 30 მან., ნავთი – 4 მან. სულ ოთხი თვის ხარჯი შეადგენდა 303 მანეთსა და 32 კაპიკს. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივნის მაგივრად სოკრატე კეშილავა და წევრები: გიორგი ხერხეულიძე და კატო კედია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი. სხდომამ შესაძლებლად მიიჩნია მომავალი სექტემბრისთვის დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის პირველი განყოფილების გახსნა. განყოფილებაში 40 მოწაფეს უნდა ესწავლა და უნდა მოეწვიათ ერთი მასწავლებელი. ამ მიზნის მისაღწევად შეადგინეს ერთდროული ხარჯთაღრიცხვა, რომელმაც 300 მანეთი შეადგინა. 20 მერხის შესაძენად საჭირო იყო 140 მანეთი, დაფა 12 მანეთი ღირდა, მასწავლებლის მაგიდა – 6 მანეთი, ხატი და მისი ჩარჩო – 3 მანეთი, შვედური საანგარიშო – 16 მანეთი, სურათები – 20 მანეთი, კარადა – 25 მანეთი, მოძრავი ასოები – 3 მანეთი, 6 სკამი – 15 მანეთი, ტახტი და მაგიდა – 19 მანეთი, მასწავლებლის კარადა –15 მანეთი. მოულოდნელი ხარჯებისთვის უნდა გადაედოთ 36 მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივნის მაგივრად სოკრატე კეშილავა და წევრები: გიორგი ხერხეულიძე და კატო კედია.