რეგისტრირებული ფაქტები81472
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო გიორგის ასული მეტრეველისა სიმონ მეტრეველის დედა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანდრია ეფრემის ძე მეტრეველი სიმონ მეტრეველის ძმა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ ეფრემის ასული მეტრეველი სიმონ მეტრეველის და იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარინე მეტრეველი სიმონ ეფრემის ძე მეტრეველის რძალი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ლ თებერვალს დიდუბის ეკლესიაში ტრაგიკულად დაღუპული შტაბს-კაპიტან სიმონ (შალიკო) მეტრეველის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 თებერვალს წმინდა ნინოს სასაფლაოზე ქეთუშა გრიგოლის ასულ ნიჟარაძის 40 დღის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელ ლევან ლაზარეს ძე ხოსროშვილზე თავდასხმისას დევნის დროს სოფელ კალაურში ცნობილი ყაჩაღი ნებუნიშვილი მოკლეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნესტორ გიორგის ძე ბერიძე იყო სავაჭრო-სამრეწველო საკომისიო სახლის დამაარსებელი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 დეკემბერს ძმების – კალისტრატე, ბიქტორ, ლევან, ვარლამ, მინა, მიხეილ, შალვა და ნესტორ გიორგის ძე ბერიძეების დაარსებული სავაჭრო-სამრეწველო საკომისიო სახლის ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტაციისთვის ხელი უნდა მოეწერათ ერთდროულად კალისტრატე ბერიძესა და მის რომელიმე ძმას.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კალისტრატე, ბიქტორ, ლევან, ვარლამ, მინა, მიხეილ, შალვა და ნესტორ გიორგის ძე ბერიძეები ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 ივნისს ხონში ქართველი სტუდენტის დასახმარებად გამართულ ღონისძიებაზე ევგენი ქუთათელაძემ, კონსტანტინე ლორთქიფანიძემ, ალექსანდრე მაჭარაძემ და სამსონ სანაძემ გარკვეული თანხა გაიღეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ გომში რევაზ და სიმონ გვერდწითელებს მამულის გაყოფის გამო დაუპირისპირდა გიორგი ქურდოვანიძე, რომელიც ჩხუბის დროს დაიჭრა.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რევაზ გვერდწითელის მამა სიმონ გვერდწითელი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ბეუმარის სკოლის პედაგოგმა გრიგოლ შავლოხოვმა მადლობა გადაუხადა გორის მაზრის უფროს ალანდერს, რომელმაც ბეუმარის 18 ოსის მოსწავლეს „საბლუზე“ ფარჩა გადასცა და კვლავ აღუთქვა დახმარება.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ შავლოხოვი სასულიერო პირი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ შავლოხოვი ბეუნარის სკოლის პედაგოგი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი კლდიაშვილი სასულიერო პირი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონეთში მღვდელ გიორგი კლდიაშვილს ღამით თავს დაესხნენ ავაზაკები, რომლებმაც ის აწამეს და გაქურდეს.