რეგისტრირებული ფაქტები92310
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 6 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველ სხდომაზე ილია ჭავჭავაძე ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი ფურცელაძის მიერ სიღნაღის მაზრის სოფელ შუამთაში გათხრების შედეგად აღმოჩენილი მარკოზის სახარების დასაწყისი მხატვრობითა და წარწერით იყო გაფორმებული.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 12 სექტემბერს სასტუმრო „ნავთლუღში“ დააპატიმრეს ვასილიუკი, რომელსაც ბრალად ედებოდა ქართული არმიის ინტენდანტთა საქონლის გატაცება.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თომა აბრამის ძე მთავრიშვილი პედაგოგი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დიმიტრი დუმბაძე იყო ქართული ენის კურსების გამგე. ექვსთვიან კურსზე სწავლების საფასური 300 რუბლი იყო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 19 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ეკატერინე გაბაშვილი. მან კრიტიკულად შეაფასა ილია ჭავჭავაძისთვის სახელის გასატეხად ბანკში ჩამოყალიბებული ოპოზიციის საქმიანობა და თანადგომა გამოხატა ილიას მიმართ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 19 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომაზე ივანე მაჩაბელმა და ოპოზიციამ გრიგოლ არწრუნის სახლის და ქარვასლის გაყიდვა მოითხოვეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისის სასახლესთან ალექსანდრე გიორგის ძე წულუკიძე საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისის სასახლესთან გლახუა გიორგის ძე ჩხეიძე საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისის სასახლესთან გლახუა გიორგის ძე ჩხეიძე საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.

