რეგისტრირებული ფაქტები81547
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაწყობში ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი „ჰამლეტი“ იყიდებოდა. წიგნის ფასი 30 კაპიკი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაწყობში ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი „ოტელო“ იყიდებოდა. წიგნის ფასი 50 კაპიკი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზურაბოვი ზაქათლის ოლქის სასამართლოში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 23 იანვრიდან ლუკა ისარლოვი თავისი თხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ ივანეს ასულ ბოგომოლოვის თბილისში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი დამხმარე შენობით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მარიამ ივანეს ასულ ბოგომოლოვს თბილისში, კიროჩნის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი დამხმარე შენობით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ გრიგოლის ძე სოლოღოვი გორიდან მეჯვრისხევამდე მგზავრს 2 აბაზის მაგივრად 10 შაურს ახდევინებდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ავეტის აჰარონიანი პარიზში სომხეთის საზავო დელეგაციის წევრი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს სომხეთის მთავრობამ დეპეშები გაუგზავნა უმაღლეს მოკავშირეთა საბჭოს თავმჯდომარეს , ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორდ კერზონს და სომხეთის საზავო დელეგაციას პარიზში – ავეტის აჰარონიანს და პოღოს ნუბარს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 ივნისს ხაშურში გაქურდეს კონდუქტორ კრავჩენკოს ოთახი, საიდანაც წაიღეს 15 თუმანი და ვერცხლის ნივთები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილმა საკუთარი ხარჯითა და შრომით სახლში გახსნა პირველი დაწყებითი სამეურნეო სკოლა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 31 მაისს მინა რევიშვილის თაოსნობით სამტრედიის გამგეობამ კავკასიის სხვადასხვა ადგილებიდან შეკრებილ 550 ახალწვეულ ჯარისკაცს სადილი გაუმართა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 22-ე სხდომას დაესწრნენ: ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 13.60 მანეთი გადაუხადა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნატალია მიხეილის ასულ ტარიელოვისას თბილისში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ესტატე და გიორგი სულხანის ძე ვახვახიშვილებს თელავში ორსართულიანი სახლი ჰქონდათ ორსართულიანი დამხმარე შენობით, ერთსართულიანი ფლიგელით, თავლითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ესტატე და გიორგი სულხანის ძე ვახვახიშვილების თელავში მდებარე ორსართულიან სახლს ორსართულიანი დამხმარე შენობით, ერთსართულიანი ფლიგელით, თავლითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნატალია მიხეილის ასულ ტარიელოვის თბილისში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იაგორ ანდრიას ძე მაღალაშვილის თბილისში მდებარე ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს იაგორ ანდრიას ძე მაღალაშვილს თბილისში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ლევან სვიმონის ძე ფირალოვს აბასთუმანში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.