რეგისტრირებული ფაქტები81758
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გიორგი დავითის ძე ქართველოვს თბილისში, სემიონოვის ქუჩაზე, ქვითკირის ორი ორსართულიანი სახლი ჰქონდა მეზონინით, ორი სამსართულიანი ფლიგელით, საწყობით, ამბრითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში რასულ ბეგ საშაკოვის დუქნიდან 4 მანათი მოიპარეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პეტრე ბოგდანის ძე ხოსროევის თბილისში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლსა და დუქანს სარდაფით, ორსართულიანი და სამსართულიანი ფლიგელებითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა რაფიელ გაბრიელის ძე მელქუმოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან და ერთსართულიან სახლებს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანასტასია პეტრეს ასულ მამნიევის, მარიამ და ელისაბედ გიორგის ასულ მამნიევებისა და იოსებ გიორგის ძე მამნიევის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თელავში ფირუზ სარაჯიშვილის დუქანი გაქურდეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვახტანგ და ივანე გიორგის ძე ბარათაშვილებისა და ბარბარე გიორგის ასულ ბარათაშვილის თბილისში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს სარდაფით, ერთსართულიანი ფლიგელით, თავლითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა შუშანა გიორგის ასულ პაპაშვილის თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორ ერთსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს პეტრე ბოგდანის ძე ხოსროევს თბილისში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი და დუქანი ჰქონდა სარდაფით, ორსართულიანი და სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის აგვისტოში ი. რუსიშვილი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრად აირჩიეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლუბოვ ივანეს ასულ კლუჩარევის თბილისში, არტილერიის ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფით, ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაკო საფაროვას ბენეფისზე უნდა წარმოედგინათ 5-მოქმედებიანი კომედია „ისპანიელი აზნაური“.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ლუბოვ ივანეს ასულ კლუჩარევისას თბილისში, არტილერიის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიგო ონიკაძეს თბილისში დუქანი ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ სვიმონის ასულ ზლობინისას ბაქოში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფით, მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს უმცროსი ზედამხედველები დავით შამირანოვი და ევგენი ცვეტკოვი სააქციზო სამმართველოს უფროსი ზედამხედველის დამხმარეებად დანიშნეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მარიამ სვიმონის ასულ ზლობინისას ბაქოში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, მიშენებითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინოვისას თბილისში, ავჭალის ქუჩაზე, ქვითკირის ორი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ორი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სერგეი მარგელოვს ბაქოში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს შუშანა გიორგის ასულ პაპაშვილს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ქვითკირის ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს პელაგია იოსების ასულ მჭედლოვისას თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, სამსართულიანი ფლიგელით, სამი ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს აბრამ კონსტანტინეს ძე ცქიმანაურს თბილისში ქვითკირის ერთსართულიანი სახლი და პატარა მიწის ნაკვეთი ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა აბრამ კონსტანტინეს ძე ცქიმანაურის თბილისში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს უმაღლესი რანგის ყოფილი ზედამხედველი მიხეილ შევცოვი თბილისის ტელეგრაფის კანტორის ზედამხედველად დაინიშნა.