რეგისტრირებული ფაქტები81983
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე ქუთაისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვ. მ. ერისთავმა, ი. ზ. მელიქიშვილმა, ბ. ა. მიქელაძემ, ნინო ბესარიონის ასულმა ხელთუფლიშვილმა და პ. ა. წერეთელმა 3-3 მანეთი შესწირეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გარდაცვლილ ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილის მშობლებს ი. ზაქარეიშვილი, ი. ხვიჩია, პ. გეორგაძე და ი. აბდალაძე თითო მანეთით დაეხმარნენ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 17 დეკემბერს წალენჯიხაში შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის საქმისმწარმოებლად გ. თვალთვაძის დანიშვნა გადაწყვიტეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილმა თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვრის სხდომაზე სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობამ გაიზიარა დიმიტრი აფხაზის მოხსენებათა დებულებები და შესაბამისი რეზოლუციისთვის პრეზიდიუმს გადასცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში მეცნიერმა რობერტ ბლეიკმა ქუთაისის სიძველეთა საცავში მეათე საუკუნის ხელნაწერიდან, „მაკარის ცხოვრებიდან“ პალეოგრაფიული ხელით გადმოხატა ორი წარწერა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსმა მელქისედეკ კედიამ შეიტყო, რომ საეჭვო პირები ამზადებდნენ ყალბ მოწმობებს საქართველოდან სხვადასხვა სავალუტო საქონლის გასატანად, ამ ყალბ მოწმობებს ბირჯაზეც ყიდდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკს შეხვდნენ მევენახეთა კონგრესის საბჭოს თავმჯდომარე ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი და საბჭოს წევრი გ. ა. წინამძღვრიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელზეც გაირკვა, რომ ახალციხე-ახალქალაქის და რაჭა-ლეჩხუმის მაზრებს ესაჭიროებოდათ 14 მომრიგებელი მოსამართლე. აღნიშნულ თანამდებობის პირებს დაენიშნებოდათ ხელფასი 5000 მანეთზე ზემოთ. მსურველებს განცხადების შეტანა შეეძლოთ იუსტიციის სამინისტროში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელზეც გაირკვა, რომ ახალციხე-ახალქალაქის მაზრას და სოხუმის ოლქს ესაჭიროებოდა 6 სასამართლოს გამომძიებელი. აღნიშნულ თანამდებობის პირებს დაენიშნებოდათ ხელფასი 5000 მანეთზე ზემოთ. მსურველებს განცხადების შეტანა შეეძლოთ იუსტიციის სამინისტროში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, „Journal d’Orient“-ის 17 იანვრის ნომერში დაიბეჭდა წერილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულის შესახებ, რომელშიც ეწერა, რომ მანიფესტანტები შეიკრიბნენ ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპის სახლთან და ესალმებოდნენ მას და ინგლისს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს პარიზში კლემანსოს თავმჯდომარეობით უმაღლეს საბჭოში გაიმართა თათბირი, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს დელეგატები: კარლო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი და ზურაბ ავალიშვილი, აგრეთვე აზერბაიჯანის წარმომადგენელი ალი მარდან ბეგი თოფჩიბაშევი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რუსეთის ყოფილ დიქტატორ ალექსანდრე კერენსკის პრაღაში ელოდებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი დაეთანხმა გადასახადთა სამმართველოს უფროსის აზრს დიდი და პატარა შულავერის მცხოვრებთა გადასახადების გადავადების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გადასახადთა სამმართველოს უფროსმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს მიმართა თხოვნით, ეცნობებინა მისი დასკვნა დიდი და პატარა შულავერის მცხოვრებთა გადასახადების ვადის გაგრძელების შესახებ.