რეგისტრირებული ფაქტები81989
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რუსეთის ყოფილ დიქტატორ ალექსანდრე კერენსკის პრაღაში ელოდებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი დაეთანხმა გადასახადთა სამმართველოს უფროსის აზრს დიდი და პატარა შულავერის მცხოვრებთა გადასახადების გადავადების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გადასახადთა სამმართველოს უფროსმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს მიმართა თხოვნით, ეცნობებინა მისი დასკვნა დიდი და პატარა შულავერის მცხოვრებთა გადასახადების ვადის გაგრძელების შესახებ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ სოც. ფედერალისტ თევდორე ღლონტი წინააღმდეგი იყო დამფუძნებელ კრებაში გარკვეული საზღვრების დაწესებისა და სურდა პოლიტიკური ბრძოლა ხალხში გადაეტანა, რაც ბოლშევიკური და ანარქიული გზა იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. დემოკრატ გრიგოლ ურატაძის წინადადებით მუხლობრივად კენჭი უყარეს საპროპაგანდო კომისიის კანონპროექტს, რომელიც მიიღეს მენშევიკების მითითებით. დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს გამოეყო 2 მილიონი მან. პროპაგანდისათვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთ „აზერბაიჯანის“ კორესპონდენტი ესაუბრა ბაქოს გენერალ-გუბერნატორ მურად გირა ტლეხასს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გორის მაზრის სოფელ ატოცის მცხოვრებნი შუამდგომლობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან, რათა ერთდროული გადასახადის, 41,891 მ. 35 კაპ. შემოტანის ვადა გაგრძელებულიყო აგვისტოს ბოლომდე, არგუმენტად მოჰყავდათ ხსენებული სოფლის მიერ ორკლასიანი სკოლის აშენება, რომელიც ამ გადასახადზე მეტი დაუჯდათ. ისინი მზად იყვნენ გადაეხადათ 10 000 მან. სანიტარული გადასახადი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თხოვნა გადაუგზავნა ფინანსთა სამინისტროს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბათუმიდან ჩიმიშკიანი დეპეშით იტყობინებოდა, რომ პარიზში დაბეჭდილი სომხური ქაღალდის ფულები უკვე გამოიგზავნა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს იმავე წლის 18 იანვარს N185 გამოგზავნილ რადიო-დეპეშის საპასუხოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სახელით აცნობებდა, რომ საბჭოთა მთავრობა ცდილობდა საქართველოს პრესტიჟის შელახვას ყალბი ცნობებით, რასაც მინისტრი მიუღებლად მიიჩნევდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს აცნობებდა, რომ 1919 წელს საქართველოს მთავრობამ მიუხედავად სასურსათო კრიზისისა და ბოლშევიკთა მტრული და აგრესიული განწყობისა საზღვრები გაუხსნა წითელ არმიას მოხალისეთა რაზმებისგან თავდასაცავად, 5 000 წითელარმიელს თავშესაფარი მისცა და შეასრულა ნეიტრალური სახელმწიფოს როლი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს სწერდა, რომ მთავრობა გაკვირვებული ბრალდებით, თითქოსდა საქართველო ხელს უწყობდა გერმანულ იმპერიალიზმს და მეგობრულ დამოკიდებულებაში იყო ოსმალეთთან.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს სწერდა, რომ საბჭოთა მთავრობამ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით გერმანიის იმპერიალიზმის მონობაში ჩააგდო რუსეთი, იმპერიალისტურ ოსმალეთს ამიერკავკასიის კარი გაუღო და მისცა ქვეყნის ციხესიმაგრეები: ბათუმი, ყარსი და არდაგანი, რითაც დარტყმა მიაყენა კავკასიას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს ატყობინებდა, რომ საქართველოს მთავრობა ხელს უწყობდა კავშირს ყველა გარე ძალასთან ქვეყნის დამოუკიდებლობის ცნობის, მისი თავისუფლების პატივისცემისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვით.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს აცნობებდა, რომ საქართველოს მთავრობა უარყოფდა სახალხო კომისართა საბჭოს ბრალდებას, თითქოს საქართველოს მოკავშირეებთან მოლაპარაკების მიზანი რუსეთისადმი აგრესიული პოლიტიკის წარმოება იყო.