რეგისტრირებული ფაქტები87884
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 დეკემბერს მუსულმანთა აუდიტორიაში ქართული თეატრის სააღმშენებლო ფონდის სასარგებლოდ ივანე გოგიშვილს უნდა წარმოედგინა თავისი პიესა „შურისძიება“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 დეკემბერს ხარფუხის მუსულმანთა აუდიტორიაში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა ვანო გიგოშვილის პიესა „შურისძიება“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 დეკემბერს ნოქართა კლუბში ინტერნაციონალური საღამო გაიმართა. ვასილ აბაშიძის რეჟისორობით წარმოადგინეს სამი ერთმოქმედებიანი პიესა ქართულ („რაც არ მერგება, არ შემერგება), რუსულ და სომხურ ენებზე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 დეკემბერს სახალხო სახლში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით თბილისის ქართული დრამატული დასის ამხანაგობამ პიესა „გაწყვეტილი სიმი“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში გიგო ფრონისპირელის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, პლატონ კორიშელის, ეფემია მესხის, ნინო ჩხეიძის, ალექსანდრე იმედაშვილის, ნინო თოიძის და სხვ. მონაწილეობით „გაწყვეტილი სიმი“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 დეკემბერს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით „გაწყვეტილი სიმი“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 დეკემბერს სახალხო სახლში წარმოდგენების მმართველმა წრემ გამართა სპექტაკლი „ქრისტინე“ ვ. ნინიძის, მ. რომანიშვილისა, სოფიო ანკარას, ელენე ციმაკურიძის, ნიკოლოზ გოცირიძის, მიხეილ ჭიაურელის, ი. მინდიაშვილის, გრიგოლ ანაშვილის, ვ. რატიშვილის, ალექსი მეტრეველის და სხვ. მონაწილეობით.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქშწკგ საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ წინა კრებაზე საწევრო გადასახადის შემცირების ერთ-ერთი მოწინააღმდეგე მომხსენებელ ნოე ჟორდანიას შეეხო და მის მოძღვრებას ეროვნული იდეების საწინააღმდეგო უწოდა. ცინცაძის აზრით, კრებაზე ნოე ჟორდანიას ხსენება სრულიად უადგილო და ზედმეტი იყო, ვინაიდან განსახილველ საკითხს არ ეხებოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებმა ფარული ჯენჭისყრით – 83 ხმით 75-ის წინააღმდეგ – გადაწყვიტეს, რომ საწევრო გადასახადი ისევ სამი მანეთი დარჩენილიყო. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი გარდაიცვალა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება დაიხურა დღის 4 საათზე. შემდეგი კრება კი დაინიშნა 21 დეკემბერს, კვირა დღეს, დილის 11 საათზე. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებმა – დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ლომთათიძემ, პროკოფი ჯაფარიძემ, პავლე საყვარელიძემ, ა. ცინცაძემ, რევაზ გაბაშვილმა, ილია ნაკაშიძემ, გრიგოლ ბურჭულაძემ, გ. ცინცაძემ, თევდორე კიკვაძემ, პეტრე გელეიშვილმა, ირაკლი ამირეჯიბმა, მიხეილ სარაჯიშვილმა, დიმიტრი დუმბაძემ, ფილიპე გოგიჩაიშვილმა, რუბენ ყიფიანმა, არჩილ ჯაჯანაშვილმა, გრიგოლ რცხილაძემ და ვარლამ ბურჯანაძემ – საწევროს ერთ მანეთამდე შემცირების საკითხი ფარული კენჭისყრით გადაწყვიტეს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ მუშისთვის 3 მანეთი საწევრო გადასახადის გადახდა რთული იყო, რადგან მას თვეში 25-35 მანეთი ჰქონდა შემოსავალი, რომლითაც ცოლ-შვილიც უნდა ერჩინა და სხვა დაწესებულებაშიც შეეტანა თანხა მონაწილეობის მისაღებად, რასაც ყველა ვერ ახერხებდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განსვენებული ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის ხსოვნის აღსანიშნად გამგეობის მიერ 9 დეკემბერს გამართულ საგანგებო კრებაზე გამოტანილი რეზოლუცია გააცნო, რომელშიც ეწერა, რომ გარდაცვლილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.

