რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ედუარდ კარლოს ძე ლიოზენი თბილისის კლასიკური გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს დიმიტრი ჩოლოყაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო, თავისი ხარჯით აღეზარდა ორი მაჰმადიანი ობოლი – ძმები დიასამიძეები.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ალექსანდრე წუწუნავასა და ალექსანდრე ახმეტელის რეჟისორობით პიესა „ქრისტინეზე“ ფილმს იღებდნენ.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის ზაფხულში მსახიობი ვასილ აბაშიძე უსახსრობის გამო დასასვენებლად ვერსად წავიდა და კლუბების წარმოდგენებში იღებდა მონაწილეობას.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ანა შოთაძე და იუზა ზარდალიშვილი ხაშურის დრამატული წრის მიწვეული მსახიობები იყვნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძე ხაშურის დრამატული წრის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვმა თავისი 40-ოთახიანი სახლი (40 000 მანეთის ღირებულების) ქართველ ქალთა განათლების საზოგადოებას შესწირა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს გრიგოლ ყარამანის ძე ძნელაძე, ნანა ალექსის ასული ყაჭეიშვილისა, იოსებ ფილიპეს ძე ყაჭეიშვილი და კ. მესხი ხაშურის დრამატული წრის გამგეობის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს მარტყოფის თეატრ-სამკითხველოს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს რახიელ ბეჟანიშვილმა, მასწავლებელმა ელენე კუხიანიძემ და ღვთისო სალთხუციშვილმა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ხაშურის დრამატული წრის სცენისმოყვარე წევრები იყვნენ: ქეთო კალაძე, დ. ძნელაძე, ნ. სიხარულიძე, მ. ქუთათელაძე, ვასილ ხოზბერაშვილი, დ. სხილაძე, ს. პაპუნაშვილი და სხვ.

