საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87846

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებას ვაჭარ იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძისთვის უნდა ჩამოერთმია მის მიერ უკანონოდ გამოცემული ეგნატე მაკარის ძე ხრამელაშვილის წიგნები და მისთვის სხვისი ქონებით სარგებლობის უფლება არ მიეცა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „მონობიდან განთავისუფლება (ბატონ-ყმობის მოსპობა 1864 წლის 8 გიორგობისთვეს)“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია კარგარეთელის სტატიის „ქვეყნის მანათობელნი“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის ლექსი „მე მიყვარს“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კატო მიქელაძის ლექსი „კონსტანტინე გრიგოლის ძე შერვაშიძის ხსოვნას“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ (სუნთქვა) I ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ კირვალიძის თხზულება „ცოდვამ უწიათ ჭი!..“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის სტატია „მოზაიკა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „ძიება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე ფოცხვერაშვილის „ბრძოლის ველზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ X ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ VII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი სახალხო თეატრში ტრიფონ რამიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლების შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა ზინობის ძე აბდუშელიშვილის წერილი „ავჭალის აუდიტორია“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ შიუკაშვილის წერილი რედაქციის მიმართ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ავლაბრის სახალხო თეატრში“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 ნოემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ იოსებ ივანიძის რეჟისორობით ნიკოლოზ შიუკაშვილის პიესა „მეგობრობა“ წარმოადგინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების დროებით თავმჯდომარე იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილს სთხოვა ნამდვილ წევრთა საზოგადო კრების გამართვა, განყოფილების თავმჯდომარის, გამგეობისა და სარევიზიო კომისიების წევრთა არჩევა და კრების ოქმის მთავარი გამგეობისთვის გაგზავნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვასილ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების დროებით თავმჯდომარე იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილს აუწყა, რომ გამგეობის შუამდგომლობის შედეგად 1914 წლის 25 ოქტომბერს ცხინვალში ოფიციალურად გაიხსნა წერა-კითხვის ფილიალური განყოფილება სახელწოდებით „წერა-კითხვის საზოგადოების ცხინვალის განყოფილება“. სწორედ 25 რიცხვში აცნობა ეს ფაქტი თბილისის გუბერნატორმა გორის მაზრის უფროსს.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის 8 ნოემბერს ქუტირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ფილიპე დავითის ძე დათიაშვილი გარდაიცვალა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის თეატრში ნიკოლოზ შიუკაშვილის პიესა „სიმახინჯე“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 5 ნოემბერს სახალხო სახლში ტრიფონ რამიშვილის პიესა „მეზობლები“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საგურამოს სკოლის მასწავლებელ კონსტანტინე სეხნიაშვილის თხოვნა სკოლის ძველი შენობიდან სოფელში გადატანის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 ნოემბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნის მაღაზიის, კანცელარიისა და მუზეუმის დაზღვევა გადაწყვიტეს.