რეგისტრირებული ფაქტები90615
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განსვენებული ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის ხსოვნის აღსანიშნად გამგეობის მიერ 9 დეკემბერს გამართულ საგანგებო კრებაზე გამოტანილი რეზოლუცია გააცნო, სადაც ეწერა, რომ გარდაცვლილის სახელზე ერთი ახალი სკოლა და ბიბლიოთეკა უნდა გაეხსნათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებს გააცნო განსვენებული ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის ხსოვნის აღსანიშნად გამგეობის მიერ 9 დეკემბერს გამართულ საგანგებო კრებაზე გამოტანილი რეზოლუცია, რომელშიც ეწერა, რომ თანხა გვირგვინის ნაცვლად სოფლის ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისთვის წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების შესაძენად უნდა გამოეყოთ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განსვენებული ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის ხსოვნის აღსანიშნავად გამგეობის მიერ 9 დეკემბერს გამართულ საგანგებო კრებაზე გამოტანილი რეზოლუცია გააცნო, რომელშიც ეწერა, რომ გარდაცვლილის მეუღლისთვის, ძმებისა და დისთვის უნდა მიესამძიმრებინათ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე სახალხო უნივერსიტეტში მუშაობდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ ხალხი როცა გაიაზრებდა საზოგადოების საქმიანობის მნიშვნელობას, მაშინ მათ ნებართვა აღარ დასჭირდებოდათ გასაწევრიანებლად, ისინი გაბედულად ჩაერთვებოდნენ საქმიანობაში და იტყოდნენ, რომ თავიანთი ეროვნული საქმე თავად უნდა ემართათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ ხალხი საზოგადოების კულტურულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამდა და მათთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეთქვათ, რომ შესაბამისი განათლება არ ჰქონდათ და ამის გამო ვერ მიიღებდნენ წევრებად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, სამსონ პლატონის ძე დადიანი ცდებოდა, რადგან იგი თვლიდა, რომ ხალხისთვის საზოგადოების საქმეებში მონაწილეობის უფლება მაშინ უნდა მიეცათ, როცა ამ დაწესებულების ღირებულებას მიხვდებოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გ. ცინცაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან, გამგეობის წევრს თვეში ხელფასი 150 მანეთი ჰქონდა, მუშას კი – ექვსჯერ ნაკლები, 3 მანეთი საწევრო გადასახადი ორივეს არ უნდა გადაეხადა. წესით და რიგით, გამგეობის წევრს მუშასთან შედარებით ექვსჯერ მეტი – 18 მანეთი უნდა გადაეხადა, მუშას კი – 3, მაგრამ 18 მანეთის გადახდაზე ყველა უარს იტყოდა და მაშინ განაცხადებდნენ, რომ ხალხი ვერ შეძლებდა 18 მანეთის გადახდას.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გ. ცინცაძემ განაცხადა, რომ გამგეობის წევრს თვეში 150 ლარი ჰქონდა ხელფასი და საწევროს 3 მანეთს იხდიდა, ამდენივეს ახდევინებდნენ მუშას, რომელსაც გამგეობის წევრთან შედარებით ექვსჯერ ნაკლები ხელფასი ჰქონდა. ცინცაძის აზრით, ეს დიდი უსამართლობა იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, საწევრო გადასახადის სიმცირე არ იყო გარანტია იმისა, რომ საზოგადოების წევრები საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ. გორის, ბათუმის, ჭიათურისა და თბილისის სახალხო უნივერსიტეტებში საქმეს არავინ აკეთებდა მიუხედავად იმისა, რომ 1 მანეთი იყო საწევრო გადასახადი. საქმის კეთების დროს მთავარი ადამიანების შეგნება იყო და არა მცირე საწევრო გადასახადი. სახალხო უნივერსიტეტის წევრებს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონოდათ და საქმე გაეკეთებინათ.

