რეგისტრირებული ფაქტები92282
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 11 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას. სხდომაზე შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, რომელსაც ხორბალი უნდა შეეძინა და მოსახლეობისთვის შეღავათიან ფასებში დაერიგებინა ან მოსავლის აღებამდე ნისიად მიეცა.
1861
ტიპი: ავტორობა
1862 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა მამების თაობასთან გამართულ პოლემიკაში ილია ჭავჭავაძის მხარდამჭერთა ორი წერილი, ორივე „თერგდალეულის“ ხელმოწერით – კირილე ლორთქიფანიძის „წიგნი მიწერილი რედაქტორთან ექვთიმე წერეთლისა“ და სამსონ აბაშიძის „რამდენიმე სიტყვა ზემოური იმერლის გორისელის სტატიაზედ".
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 11 ივნისს ილია ჭავჭავაძე იყო თელავის თეატრის დარბაზში ღვინით ვაჭრობის ამხანაგობის დასაარსებლად გამართული კახეთის მევენახეთა კრების თავმჯდომარე. სხდომაზე განიხილეს წესდების პროექტი, რომლის შედგენაშიც ილია აქტიურად მონაწილეობდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ზაქარია ჭიჭინაძისა და დავით კარიჭაშვილს ნაწარმოებთა შესასყიდად თანხა გამოყვეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 11 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას, რომელზეც განიხილეს მის მიერ შედგენილი პროექტი მოსახლეობისათვის დახმარების აღმოსაჩენ ღონისძიებათა შესახებ.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ მსახიობი ესტატე იოსელიანი ქართულ თეატრალურ დასში მიიწვია.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პირველი წლის მუშაობის ანგარიში დაამტკიცეს და მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვა დაგეგმეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მაღაზიისთვის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა III ტომის შესყიდვა გადაწყდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 5 მაისამდე ილია ჭავჭავაძე 157 ხმით თბილისის გამგეობის ხმოსნად აირჩიეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 27-29 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას, რომელზეც კახეთის ღარიბი სოფლებისათვის ბანკის მოგებიდან თანხის გამოყოფა გადაწყვიტეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბიბლიოთეკისთვის ხელნაწერის, „ბეჟან მანიჟანიანის“ შესყიდვა გადაწყდა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ კონსტანტინე ყიფიანის თხოვნა ასტრონომიული სურათებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ არ დააკმაყოფილა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ დააკმაყოფილეს თიანეთისა და ახალსოფლის მოსახლეობის თხოვნა სასკოლო გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 16 მაისს გაიმართა თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანთა არჩევნები, რომელზეც ილია ჭავჭავაძე 498 ხმით 438-ის წინააღმდეგ აირჩიეს, მაგრამ საქალაქო საქმეთა საგუბერნიო საკრებულომ არჩევნები უკანონოდ ცნო და 30 მაისისთვის ახალი არჩევნები დანიშნა.
1861
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1861 წელს ილია ჭავჭავაძემ გადაიხადა 3000 მანეთი ვალი, რომელიც მის ოჯახს გრიგოლ ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ დარჩა.
1862
ტიპი: ღონისძიება
1862 წელს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საერთო კრების მუშაობაში, რომელმაც განიხილა ბატონყმობის გაუქმებისა და საგლეხო რეფორმის საკითხები, წამოაყენა წინადადება გლეხების მიწიანად გათავისუფლების შესახებ, რის გამოც დაპირისპირება მოუხდა გენერალ-ლეიტენანტ ივანე ბაგრატიონ-მუხრანელთან.

