საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89509

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სვიმონ ზურაბის ძე კობიაშვილის ახაშენში მდებარე 13 დესეტინასა და 480 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო და სავენახე ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე გიორგის ძე ჯორჯაძეს გურჯაანში 299 დესეტინა და 1440 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სავენახე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი სულხანის ძე ჯავახიშვილის ლალისყურში მდებარე 101 დესეტინასა და 1660 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა რაჟდენ და ილია სოლომონის ძე ჯაჯანაშვილების ეზატსა და კავთისხევში მდებარე 48 დესეტინასა და 1880 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო და სავენახე ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის გურჯაანში მდებარე 299 დესეტინასა და 1440 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ესტატე და გიორგი სულხანის ძე ვახვახიშვილებს კურდღელაურში 175 დესეტინა სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ესტატე და გიორგი სულხანის ძე ვახვახიშვილების კურდღელაურში მდებარე 175 დესეტინა სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ქუთაისიდან გიგაურმა 3 მანეთი შესწირა, ბესარიონ გიორგაძემ, ლუკა რუსაძემ, გრ. ჩუხრუხიძემ – თითო მანეთი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 აპრილს თეირანიდან ფოსტის მატარებლით წამოსულმა თ. დოლგორუკმა თბილისში გამოიარა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სვიმონ ზურაბის ძე კობიაშვილს ახაშენში 13 დესეტინა და 480 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო და სავენახე ადგილები ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ბაიაზეთიდან არხიპ ტატიევმა, ვიქ. პავლოვსკიმ, თეოდოროვმა, იაგორ პეტროვმა და ივ. ბალიასნიმ თითო მანეთი შესწირეს, ალხოვსკიმ – 3 მანეთი.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი სულხანის ძე ჯავახიშვილს ლალისყურში 101 დესეტინა და 1660 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ბესარიონ გიორგაძე მღვდელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 24 აპრილს ოლქის სასამართლოში ოლგა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მკვლელობის საქმის განხილვაზე პაშიკოვი სასამართლოს წევრად აირჩიეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მაივალდოვი ბორჩალოს მამასახლისის ხელქვეითი იყო.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე წინამძღვრიშვილს მეუღლის, ოლგა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის, მოკვლა ედებოდა ბრალად.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ჩემესოვი ნაფიცი ვექილი იყო.

1889

ტიპი: გარდაცვალება

კონსტანტინე ლევანის ძე დადიანი 1889 წლის 24 აპრილს ზუგდიდში გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 აგვისტოს პელაგია დგებუაძისას და ქეთევან ტატიშვილს დაბა ნაოღალევში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოს მოწყობისა და ადგილობრივი სამკითხველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილის თაოსნობით ხელთუბანში სკოლისთვის ახალ შენობას აშენებდნენ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 აპრილს ოლქის უფროსი კუცივალოვი ოჩამჩირეში ქუჩების დასათვალიერებლად ჩავიდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ბაიაზეთიდან მირიან ლოლაძემ და მარიამ ლოლაძისამ 10-10 მანეთი შესწირეს, მარია სემენენკომ – 2 მან., კაზ. ალექსანდროვმა, ვასილ ვლასოვმა, არტემ პატრასოვმა და ილია მახვილაძემ – თითო მანეთი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 აპრილს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის დღეობაზე ეგზარხოს პალადის წირვა უნდა ჩაეტარებინა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად მელანია, პეტრე და პავლე გედევანიშვილებმა კავკავიდან 3 მანეთი შესწირეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. დოლგორუკი რუსეთის ელჩი იყო სპარსეთში.