რეგისტრირებული ფაქტები92268
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს შორაპანში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა სიმონ კონსტანტინეს ძე ძაძამიძის მონაწილეობით ქართულ ენაზე წარმოადგინეს პიესა „სოფიო“, ხოლო რუსულ ენაზე – „კარგად შეკერილი ფრაკი“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 13 დეკემბერს ქუთაისის თეატრში ეკატერინე აბაშიძე-ერისთავის საბენეფისოდ „კარდინალი რიშელიე“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 დეკემბერს ქუთაისის თეატრში ვალერიან გუნიას, ნინო დავითაშვილის, მიხეილ გელოვანის, ანდრია მურუსიძის, ვალერიან შალიკაშვილის, პავლე ფრანგიშვილისა და სხვ. მონაწილეობით „მეფე ლირი“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 10 დეკემბერს არტისტთა საზოგადოებრივ თეატრში თბილისის დრამატული დასის ამხანაგობამ მიხეილ ქორელის რეჟისორობით ალექსანდრე იმედაშვილის მიერ თარგმნილი იბსენის „საზოგადოების დედაბოძნი“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 დეკემბერს ბათუმის სკოლის გალობის მასწავლებელმა, იუსტინე სერაპიონის ძე კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხელფასის სხვა მასწავლებლებთან გათანაბრება სთხოვა. გამგეობამ საკითხი განსახილველად სასკოლო სექციას გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის გალობის მასწავლებლის, იუსტინე სერაპიონის ძე კალანდაძის თხოვნა ერთდროული დახმარების შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოხუმის სკოლის გამგის, ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშიას განცხადება სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 დეკემბერი – 1915 წლის 4 იანვარში სარიყამიშის ოპერაციის დროს ტარას ვაშაკიძემ თავისი ასეულის ძალებით ტყვედ აიყვანა ოსმალთა მე-3 არმიის მე-9 საარმიო კორპუსის სარდალი თავისი შტაბით, სამივე დივიზიის მეთაურებითა და შტაბებით. საერთო ჯამში – 107 ოფიცერი და 2000 ასკერი. ამავე დროს ხელში ჩაიგდო დიდი სამხედრო ალაფი – 8 ზარბაზანი, 24 ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ცხენები, ტყვია-წამალი, საბრძოლო მასალა და სხვა სახის ნადავლი.
1914
ტიპი: მფლობელობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ ეგნატე მამუკას (მაკარის) ძე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ ვაჭარი იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე გარდაცვლილის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებს უკანონოდ ბეჭდავდა, როცა ეს გამგეობამ შეიტყო, ბეჭდვა შეაჩერა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ ვაჭარი იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე ეგნატე მამუკას ძე ხრამელაშვილის წიგნებს უკანონოდ ყიდდა, რის გამოც მერკვილაძის წინააღმდეგ გამგეობამ სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა განაცხადა, რომ 25 წელი სრულდებოდა, რაც საზოგადოებაში ირიცხებოდა და მას ერთადერთ ეროვნულ დაწესებულებად მიიჩნევდა.

