საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90463

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამოსწავლო საბჭოს ოზურგეთის განყოფილებამ საპატიო წევრად ოზურგეთის ქალაქისთავი თ. ნ. თავდგირიძე აირჩია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თ. ნ. თავდგირიძემ ხმოსნებს მოახსენა, რომ მისი აზრით, საჭირო იყო ოზურგეთში ახალი ეკლესიის აშენება, რადგან ძველი ეკლესია მლოცველებს ვეღარ იტევდა. ხმოსნებმა ეს წინადადება მოიწონეს და ამ მიმართულებით მუშაობას შეუდგნენ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 7 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილმა ბავშვებისთვის მოამზადა ახალი წიგნი სპილოს ცხოვრების შესახებ. წიგნი თექვსმეტი სურათით იყო გაფორმებული.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 მაისს ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვი თბილისში ჩამოვიდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ოქტომბრის „ცნობის ფურცელი” წერს, რომ სოფრომ იობის ძე ზედგენიძე შულავერის მაზრის ხაზინის კანცელარიის მოხელედ დანიშნეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 სექტემბერს ბათუმის ახალი ვაჟთა გიმნაზია უნდა ეკურთხებინათ. ამ გიმნაზიის დირექტორი ა. ი. სტოიანოვი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გიორგი ევანგულოვმა ქალაქის გამგეობაში წინადადება შეიტანა, რომ ქალაქში სანოვაგის ცენტრალური ბაზარი გამართულიყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 დეკემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ალიოზ შიხინოვი თვითმმართველობისგან აფთიაქის გასახსნელად ნებართვას ითხოვდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 დეკემბერს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი ე. ლ. ვედენეევი პეტერბურგიდან თბილისში ბრუნდებოდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სკოლის მასწავლებელი დარახველიძე სამეგრელოდან ლეჩხუმის მაზრაში, სოფელ ოყურეშში გადაიყვანეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 ნოემბერს ქართულ თეატრში პირველად იდგმებოდა პიესა „ბედი მუხთალია”, რომელშიც ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქაზიშვილი იღებდა მონაწილეობას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით კრება გაიმართა. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ დღესასწაული დაენიშნათ გაზაფხულზე და ეზეიმათ ყველა ქალაქსა თუ დაბა-სოფელში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის იუბელსთან დაკავშირებით კრება გაიმართა. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ წარმოდგენებიდან შემოსული თანხის ერთი ნაწილით ქართველ ღარიბ ლიტერატორებს უნდა დახმარებოდნენ, მეორე ნაწილი კი ძველ ქართულ ნაშთთა სალაროსთვის გადაეცათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა და მისმა მეუღლემ „თფილისის საქველმოქმედო საზოგადოებას” ოთხასი თუმანი შესწირეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში ამიერკავკასიის რკინიგზის მოხელეები, ე. ლ. ვედენეევი, შაიკევიჩი და გრიგორიევი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებას გეგმავდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი სოხუმში მიდიოდა, რათა სოხუმსა და ზუგდიდს შუა არსებული გზატკეცილის საქმე გამოეკვლია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 ოქტომბერს ქართულ თეატრში უნდა დაედგათ „აი გიდი მეგობრებო!!”, რომელშიც ეფემია სიმონის ასული მესხი-გეპნერისა იღებდა მონაწილეობას.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მოსიძე მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწე იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ დიატროპოვი ქუთაისის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარის ამხანაგად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ზაიკინი ქუთაისის ოლქის სასამართლოს წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 23 ოქტომბერს ქალაქის საბჭომ აირჩია საგანგებო კომიტეტი, რომელსაც თბილისის პოლიტექნიკუმის დაარსების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრა. კომისიის წევრები იყვნენ გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), მ. ი. თამამშევი და ნ. ნ. ოსტროგორსკი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 ოქტომბერს ქალაქის საბჭომ აირჩია საგანგებო კომიტეტი, რომელსაც თბილისის პოლიტექნიკუმის დაარსების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრა. ი. ი. მალინინი და ბ. პ. ვესელოვზოროვი ამ კომისიის წევრები იყვნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში დანიშნული იყო კრება. ამ კრებაზე ხალხს უნდა მოესმინა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის საიუბილეო პროგრამა და გარდა ამისა, უნდა დანიშნულიყო ზუსტი დღე იუბილესთვის. კრებაზე დასწრება ნებისმიერს ქართველს შეეძლო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქალაქის გამგეობამ წინააღმდეგობა გაუწია ნ. ზ. თუმანიშვილის წინადადებას იმის შესახებ, რომ ცეცხლის მქრობელი რაზმის განყოფილება ავლაბარში გადმოეტანათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სამოსამართლო პალატის განაჩენი ბაკიხანოვის გამართლების შესახებ ხოლოდოვსკიმ სენატში გაასაჩივრა.