რეგისტრირებული ფაქტები87769
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელ ნოემბერს ქუთაისში ილია ჩიქოვანის თავმჯდომარეობით გამართულ ქალაქის ფინანსური კომისიის კრებაზე 1913 წლის ხარჯთაღრიცხვის პროექტი განიხილეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელ ნოემბერს ქუთაისის ქალაქის ფინანსური კომისიის კრებას ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანი თავმჯდომარეობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ნოემბერში ნინო ჩხეიძე ორ წარმოდგენაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში მიიწვიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელ ნოემბერს ქუთაისში ილია ჩიქოვანის თავმჯდომარეობით გამართულ ქალაქის ფინანსური კომისიის კრებაზე საგუბერნიო და საქალაქო საქმეთა საკრებულოს გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქის უძრავი ქონება უნდა შეეფასებინათ.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის ნოემბერში პეტერბურგიდან საქართველოში მატარებლით მომავალი ალექსანდრე სამსონის ძე აბაშიძე გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის ნოემბერში ოლქის სასამართლომ დათიკო ღულაძეს სამწლინახევრით ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის ნოემბერში ჟურნალისტ ლევან ივანეს ძე ყიფიანს თბილისის საოლქო სასამართლომ 25 მანეთი ჯარიმა ან 5 დღით დატუსაღება მიუსაჯა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ნოემბერში ეკატერინე ბახტაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ნოემბერში ქუთაისის დრამატულმა დასმა იუმორისტულ საღამოზე დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ წარმოადგინა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის ნოემბერში თბილისის სამოსამართლო პალატამ პეტრე ემუხვარის საქმე დაამტკიცა. მას ათი წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ნოემბერში სენატმა გიორგი ანთელავას საქმე დაამტკიცა. ღირსების ახდის თაობაზე განაჩენი მეფისთვის უნდა წარედგინათ ხელმოსაწერად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქურდმა, რომელიც ივანე ქერქაძის დუქანში აპირებდა შესვლას, კოსტა ქერქაძე მუხლში დაჭრა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის ნოემბერში პეტერბურგში ქუთაისის გუბერნიის დეპუტატი ვ. გელოვანი შრომის ჯგუფმა ფრაქციის ბიუროს წევრად აირჩია.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის ნოემბერში გროზდოვი ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის ნოემბერში შავი ქვის მრეწველთა საბჭომ ელენე ნაზაროვი სასწავლო წლის დასრულებამდე ჭიათურის საქალაქო სასწავლებლის პედაგოგად მიიწვია.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის ნოემბერში ქუთაისის ოლქის სასამართლომ დემურ ლომთათიძეს ათი წლით კატორღა მიუსაჯა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის ნოემბერში შავი ქვის მრეწველთა საბჭომ ვერა ბაქრაძე სასწავლო წლის დასრულებამდე ჭიათურის საქალაქო სასწავლებლის პედაგოგად მიიწვია.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ნოემბერში ლანჩხუთში მ. მდივნის მონაწილეობით „ტარიელ მკლავაძე“ უნდა დაედგათ.

