საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92262

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სასამართლო პალატის მიერ გამართლებულ ფარნა გეგელიას ადმინისტრაციული წესით როსტოვში აგზავნიდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ხრესილის ბიბლიოთეკა-სამკითხველო ცაცა დარახველიძის დაარსებული იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბუდუ მდივანს კავკასიაში ცხოვრების ნება დართეს.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 6 დეკემბერს ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 6 დეკემბერს გიორგი წულუკიძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 დეკემბერს საოლქო სასამართლოს ვალერიან ინალიშვილის საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 დეკემბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მინა მაისაშვილისა და ბაგრატ კვიკვიძის საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 დეკემბერს სამოსამართლო პალატას ჭოჭია ჩიქოვანის საქმე უნდა განეხილა. იგი შალვა მესხიშვილს უნდა დაეცვა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტ. ბელიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული თეოფანე კვარაკვახიძე დააპატიმრეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „იმერეთი“ გამოქვეყნდა ლადო გიორგის ძე გეგეჭკორის ლექსი „შენ ერთს გაღმერთებს“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული ივანე კონსტანტინეს ძე გეგიას წერილის მიხედვით, სამურზაყანოს სკოლის აშენება 60 000 მანეთამდე დაჯდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ივანე კონსტანტინეს ძე გეგიას წერილი სამურზაყანოს შესახებ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნ. ს. ფილია მემანქანე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჭიათურის საავადმყოფოს გამგემ შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სთხოვა, შუქრუთის საფერშლო სადგურზე ფერშლად ვლადიმერ ფუტურიძე დაენიშნათ.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჟენევაში მყოფ ლეო ქიაჩელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მატერიალურადაც უჭირდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, როსტოვში გადასახლებულმა ნ. ს. ფილიამ გამოიგონა ავტომატური მანქანა, რომელიც ვაგონში მგზავრებს სადგურების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 დეკემბერს ფოთის სავაჟო გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ გამართულ ლიტერატურულ-მუსიკალურ ღონისძიებაში ლ. გეგეჭკორი და ალექსანდრე აბაშელი მონაწილეობდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 დეკემბერს საოლქო სასამართლოს რადიონ კოხრეიძის საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სერგო ჩხიკვაძემ ხარკოვიდან დავით ჟღენტის გარდაცვალების გამო სამგლოვიარო ბარათი გამოგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მეცნიერი მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანი ქართული ენის ფორმებს იკვლევდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, შავი ქვის მრეწველთა მეთხუთმეტე კრება ა. ცეიტლინის თავმჯდომარეობით გაიხნა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 4 დეკემბერს ალექსანდრე (სანდრო) აპოლონის ძე მურვანიძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 დეკემბერს უთუ ბასილია სენაკის სამაზრო სატუსაღოდან ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილეში გადაიყვანეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 დეკემბერს იასონ ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ მუზეუმისთვის ასაშენებელი ადგილიდან 50 საჟენი მიწა გამოუყონ სახლის ასაგებად, რომელსაც საკუთარი ხარჯით ააშენებს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი საზოგადოების საკუთრებად დარჩება.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 დეკემბერს იასონ ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ თბილისის ვერც ერთ უბანში მისთვის ხელსაყრელი ბინა ვერც ქირით და ვერც შესაძენად ვერ იშოვა და იძულებული გახდა სასტუმროში ეცხოვრა, რაც ძალიან ძვირი უჯდებოდა.