საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89807

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წლის 21 ოქტომბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ ხახონ თაძიას ძე ლიქოკელს არ სურდა, ღიად გამოსულიყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს ხევსურეთში მცხოვრებმა უცხოელმა მასწავლებელ ალექსი ოჩიაურს ლიქოკის თემში მოსახვედრად დახმარება სთხოვა. მასწავლებელი დაეხმარა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წლის 21 ოქტომბერს დაკითხვაზე ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა თქვა, რომ ხახონ თაძიას ძე ლიქოკელი მხარს უჭერდა ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობას.

1936

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1936 წლის 21 ოქტომბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ ხახონ თაძიას ძე ლიქოკელს კავშირი ჰქონდა ამერიკელებთან, ერთი მათგანი სახლშიც ჰყავდა.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს ლიქოკელების შესახებ ალექსანდრე ქვლივიძისგან მიღებული ინფორმაციით ჩეკამ შეძლო,სარეპრესიო საქმე ოფიციალურად ეწარმოებინა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წლის 30 დეკემბრის ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმმა დაკითხვაზე უარყო თავდაპირველი ჩვენება ძმისწულის, ბაძია მგელას ძე ლიქოკელის, კონტრრევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის შესახებ.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წლის 21 ოქტომბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა თქვა, რომ თუ ბაბუკა ჭრელიას ძე ლიქოკელს საბჭოთა მთავრობა შეავიწროვებდა, იგი ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღით იბრძოლებდა.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს ამერიკელი ჟურნალისტის სახელით ხევსურეთში ჩასული ალექსანდრე ქვლივიძე ვინაობის დასამალად მოსახლეობას რუსულად ელაპარაკებოდა.

1936

ტიპი: ორგანიზაცია

1936 წელს ხახონ თაძიას ძე ლიქოკელი სოფ. ბარისახოს საბჭოს წევრი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს თბილისის სახლის პატრონთა და მესაკუთრეთა პარტიის წევრი გარეგინ ავეტისის ძე ავეტისიანცი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წლის 9 იანვარს წამების შემდეგ დაკითხვაზე ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა თქვა, რომ ბერდია ბეწინიკას ძე არაბული კონტრრევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წლის 21 ოქტომბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ თუ გიორგი ახალას ძე ლიქოკელს საბჭოთა მთავრობა შეავიწროვებდა, იგი ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღით იბრძოლებდა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს თბილისის სახლის პატრონთა და მესაკუთრეთა პარტიის წევრი არშაკ იოსების ძე ოგანიანცი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს თბილისის სახლის პატრონთა და მესაკუთრეთა პარტიის წევრი ალექსი ეპიფანის ძე მიტნიკი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს თბილისის სახლის პატრონთა და მესაკუთრეთა პარტიის წევრი კაროლ ადოლფის ძე კრაუზე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს თბილისის სახლის პატრონთა და მესაკუთრეთა პარტიის წევრი ალექსი ვასილის ძე ბელიავსკი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს თბილისის სახლის პატრონთა და მესაკუთრეთა პარტიის წევრი მიხეილ ივანეს ძე ოგანეზოვი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს თბილისის სახლის პატრონთა და მესაკუთრეთა პარტიის წევრი გიორგი არტემის ძე ჩაიგეშტოვი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს თბილისის სახლის პატრონთა და მესაკუთრეთა პარტიის წევრი ფრიდულ ვიზიროვი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე აღნიშნა, რომ მინდია მგელას ძე ლიქოკელი დეკანოზი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-23 წლებში სიმონ ქვარიანი აქტიურად თანამშრომლობდა ბათუმის ქართულ-რუსულ გაზეთებთან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სიმონ ქვარიანი სოხუმში გადასახლდა, სადაც ორნახევარი წელიწადი დაჰყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს სიმონ ქვარიანი ფინანასთა სამინისტროში მდივნად მუშაობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს დაიბეჭდა სიმონ ქვარიანის ნაშრომის „ქართული ერის ისტორია“ I ტომი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915-16 წლებში სიმონ ქვარიანმა გამოაქვეყნა ნაშრომი „ქართველი ერის ისტორია“.