საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81709

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წელს თეოფანე სპირიდონის ძე გიორგობიანი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის ქართულ თეატრში დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ უნდა დაედგათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს შალვა ორაგველიძის საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ნიკოლოზ ქიქოძე ვექილი იყო. 

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ერასტი ასათიანს ვექილი გელაზაროვი იცავდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11-12 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს მეთოდე მახარაძის საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს კარპოვი სახალხო სკოლების ინსპექტორი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11-12 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს სერაპიონ ბურჯანაძის საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს ჯიმშერ ფირცხალაიშვილის საქმე უნდა განეხილა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს დედათა პირველი გიმნაზიის დირექტორად კლასიკური გიმნაზიის ყოფილი ინსპექტორი ალექსანდრე შულგინი დაინიშნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს პ. ლორიამ ციხის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 2 მანეთის წიგნები შესწირა, სერგო ივანოვმა – 14 მანეთის.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ჟღენტი კიევის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 ნოემბერს სასამართლო პალატას ერასტი ასათიანის საქმე უნდა განეხილა. მას რვა წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გოგია ჟორდანიას, შალვა ორაგველიძესა და ჯიმშერ ფირცხალაიშვილს ბათუმის გუბერნატორისა და სხვების გაძარცვა ედებოდათ ბრალად.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში გაბრიელ ტორაძის ოჯახს მუქარის წერილი მისწერეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ნოემბერში დავით ჟღენტმა სტუდენტი იმნაძე დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში კოლეგიის მდივანი სტანისლავ ლვოვის ძე კოხანოვსკი გორის სამხარეო მოსამართლის მოადგილე იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს თავადი სულხან ევგენის ძე ბეგთაბეგოვი გორის სამხარეო ხაზინდარი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ა. შპაკოვსკი ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში მუშაობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს სიმონ სიმონის ძე სტარინი გორის სამხარეო მიწისმზომელი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის იანვარში ბ. ტელეჟინსკი თბილისის გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს გოგია ჟორდანიას საქმე უნდა განეხილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს დათიკო მესხმა ციხის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 9 მანეთის ქართული წიგნები შესწირა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს მკურნალი ილია ივანეს ძე სმოლენსკი გორის სამხარეო ექიმი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ დიდიძე, შალვა ორაგველიძე და ჯიმშერ ფირცხალაიშვილი სოსე და ნიკოლოზ ქიქოძეებს უნდა დაეცვათ.