საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90434

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 მაისს გომში გატეხეს იოსებ როსტომოვის დუქანი, საიდანაც წაიღეს ვერცხლის ქამარ-ხანჯალი, საათი და ფული.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის მაისში იოსებ როსტომოვს, რომელიც გომში, დუქანში ვაჭრობდა ჰქონდა ვერცხლის ქამარ-ხანჯალი, საათი და ფული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვალს განიხილავდნენ მარიამ ეგნატეს ასული კარაჯევისას საკასაციო საჩივარს თბილისის სასამართლო პალატის 1919 წლის 29 აპრილის (6 მაისის) დადგენილ გადაწყვეტილებაზე: „მარიამ ეგნატეს ასული კარაჯევისას ივანე იაგორის ძე კარაჯევთან 38 000 მანეთის თაობაზე სარჩელის შესახებ“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში ბათუმში ხელმოწერა საურთიერთო ნდობის ბანკში, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაშვილთან მიმდინარეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში. ბათუმში ხელმოწერა საურთიერთო ნდობის ბანკში მათე გაბრიელის ძე რუსიძესთან მიმდინარეობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის თებერვლიდან 3 თვის განმავლობაში მღვდელი გრიგოლ მეტრეველი ონის სკოლაში დროებით მასწავლებლად მუშაობდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გრიგოლ ივანეს ძე ბერიძეს არსენალის აღმართზე (№13) ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელით, ფურნითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძის გორში მდებარე ქვითკირის ორსართულიან დუქანს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო ალექსანდრეს ასულ ერისთავისას ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს კავკასიის გზათა ინჟინრების მმართველობამ მტკვრის გამოკვლევა და ხეებისგან გაწმენდა ინჟინერ ლაცინიკოვს დაავალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკო კოპალაძეს სურდა ეკატერინე მესხის სტამბაში წიგნი დაებეჭდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანა პროკლეს ასულ იოსელიანის ნავთლუღში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ფლიგელით, ბაღჩითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ მოსეს ასულ არწრუნის თბილისში, ვანქის ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს (№39) ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელისაბედ მოსეს ასულ არწრუნს თბილისში, ვანქის ქუჩაზე (№39), ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ლაზაროვი „ყარამანიანს“ ექვთიმე ხელაძის სტამბაში ბეჭდავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქის ყანთრები იჯარით ჰქონდათ აღებული აბაზოვსა და იგითხანოვს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 მაისს გომში გატეხეს გიგო გომართელის დუქანი, საიდანაც წაიღეს ოქროს ბრასლეტი, ტანსაცმელი და ფული.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის მაისში გიგო გომართელს, რომელიც გომში ვაჭრობდა დუქანში ჰქონდა ოქროს ბრასლეტი, ტანსაცმელი და ფული.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 მაისს გომში გატეხეს იაგორ მალიაშვილის დუქანი, საიდანაც წაიღეს ხანჯალი, ჩექმები და სხვა ნივთები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 მაისს სურამში დააყაჩაღეს საჩხერეში მიმავალი მიხეილ ნაზარის ძე აკოფოფი, რომელსაც წაართვეს ვერცხლის ქამარ-ხანჯალი და ფული.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 მაისს სურამში ნანია ხაშილაძე დააყაჩაღეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 მაისს პოლიციის მე-3 ნაწილში „ჩრდილოეთის ნომრებში“ მცხოვრებ გიორგი ჭავჭავაძეს მოპარეს ქისა, რომელშიც თანხასთან ერთად ბევრი საჭირო დოკუმენტი ჰქონდა.