რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 აპრილს გორში ივანე სულხანიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ თავადაზნაურობის კრებაზე გადაწყვიტეს, მიწების გამიჯვნამდე მთავრობისთვის მამულებზე გადასახადის დაწესების გადადების თხოვნით მიემართათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქალაქის გამგეობამ 2 წლის წინ ხმოსან ნ. ზ. თუმანიშვილის მიერ შეთავაზებული წინადადება ავლაბარში სახანძრო განყოფილების გახსნის თაობაზე ხელახლა განიხილა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ყოფილი გამომძიებელი ალექსანდრე ხოსროევი, რომელსაც საკუთარი ქონების განზრახ დაწვას ედავებოდნენ სასამართლომ გასამართლებამდე გაათავისუფლა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვარს საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში თელავის განყოფილების მიერ დაბეჭდილი კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ნაწარმოებები საგანგებო კომისიამ გახსნა. კომისიაში შედიოდნენ: ქართული მუსიკალური საზოგადოების გამგეობის წევრი ალექსანდრე ახმეტელი, სამუსიკო კოლეგიის მდივანი ილია აბაშიძე, თელავის სამუსიკო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე არჩილ ციხისთავი, კომპოზიტორის მეგობრები – დავით პავლიაშვილი და ივანე ბიწკინაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ლიდია ჯონსონის საბალეტო საღამო.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას (თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი) შეძენილი ჰქონდა შემდეგ მწერალთა ხელნაწერების გამოცემის უფლება: გიორგი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ვაჟა-ფშაველას, შიო არაგვისპირელის, ვასილ ბარნოვის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიასი, დუტუ მეგრელის, მელაიასი, ნიკო ლომოურის, ბაჩანასი, ლალიონის, მოსე ჯანაშვილის სამეცნიერო ლექსიკონის, დავით კარიჭაშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონის და მრავალი სხვა წიგნის.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარძიის წინამძღოლი, მღვდელ-მონაზონი კალისტრატე (კირილე ჩიჩუა), რომელიც დაზიანდა ვარძიის მონასტრის ახლოს კლდეების ნგრევის დროს, ექიმ თურმანიძის დახმარებით გამოჯანმრთელდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 16 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ რაჭაში ს. დვალის ნაცვლად ახალი ნოტარიუსი დანიშნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 აპრილს პოლიციელმა ტიმოფეევმა სცადა დაეკავებინა ციხიდან გაქცეული მიხეილ კირაკოზოვი, მაგრამ დამნაშავემ დაკავების დროს პოლიციელის დაჭრა და ადგილიდან მიმალვა მოახერხა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 20 მარტს სოფელ კახში გარდაიცვალა გიორგი ჯანაშვილი, რომელსაც საინგილოში მცხოვრები მაჰმადიანების გაქრისტიანებაში დიდი ღვაწლი მიუძღვოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 აპრილს თბილისის მოქალაქე გალუსტ ბეგიჯანოვმა პოლიციაში ორი კამეჩი მიიყვანა, რომლებიც არ იცოდნენ ვის ეკუთვნოდა. პოლიციამ კამეჩები სანამ პატრონი გამოუჩნდებოდათ სტეფანე მირზოევს მიაბარა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ამბროლაურის სკოლის გამგე ვ. ბოკერია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ცუდად ეპყრობოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 25 ნოემბერს ამიერკავკასიის კომისარიატის დადგენილების თანახმად შაქარზე დაწესდა მონოპოლია, შედეგად 1918 წლის პირველი იანვრიდან შეიცვალა მისი ფასი – საცალო გახდა 60 რუბლი, ფუთი – 56 რუბლი და 80 კაპ. დოკუმენტს ხელი მოაწერა ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორმა. დაამოწმა ფინანსთა მინისტრმა ქრისტეფორე კარჩიკიანმა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 5 ნოემბერს სართიჭალის მიდამოებში მწყემს მეზურნიშვილს 2 თათარი დაესხა თავს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 მარტს კოლია ყუფარაძე ალექსანდროვის საკატორღო საპყრობილიდან გამოიპარა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პარმენ ნემსაძეს კატორღიდან თავისი ნებით დაბრუნება ედებოდა ბრალად.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის ნოემბერში ნიკოლოზ დიასამიძისა და ვასილ თუმანიშვილის საქმე განსახილველად ოლქის სასამართლოს გადაეცა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 11 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ გოგია ჟორდანიას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

