საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89471

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოზურგეთის მაზრის წინამძღოლ ივსიხი ნაკაშიძის განცხადებით 17 აპრილს ოზურგეთში გაიმართებოდა თავად-აზნაურთა სამაზრო კრება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის რწმუნებულმა იასონ ლორთქიფანიძემ საზღვარგარეთ შეიძინა 10 მილიონამდე ფუთი აბრეშუმის თესლი და ფქვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის რწმუნებული იასონ ლორთქიფანიძე საზღვარგარეთიდან თბილისში დაბრუნდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს, მევენახეთა კონგრესის საბჭოს თავმჯდომარე ივანე ანდრონიკაშვილსა და საბჭოს წევრ გ. წინამძღვრიშვილს ღვინოზე საწინდრის გაუქმებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხთა შესახებ ხანგრძლივი მოლაპარაკება ჰქონდათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ინჟინერ პეტრე ბრაილოვსკის წერილი „თეთრი ნახშირი ამიერკავკასიაში“ (წერილი მეოთხე).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სამეურნეო ბანკის შენობაში გაიმართა სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობის სხდომა, რომელსაც ალექსანდრე მაჩაბლიშვილი თავმჯდომარეობდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ ნათარგმნი ფრანსუა კოპეს მოთხრობა „საგანგებო სადილი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ცისკარიშვილის სტატია, რომლის მიხედვითაც თელავში მდებარე უფუნქციო სამკითხველო, ადგილობრივი ახალგაზრდებისა და საზოგადოების ერთიანი თანამშრომლობის შედეგად ისევ გაიხსნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ანა გაბაშვილმა საჩუქრად გადასცა ბესიკ გაბაშვილისა და პეტრე გიორგის ძე ლარაძის ხელნაწერები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ბ. კარგარეთელმა საჩუქრად გადასცა ხელნაწერი „დავრიშიანი“.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 13 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პოლიციის მე-9 ნაწილში ანასტასია სტასენკომ დამბაჩით თავი მოიკლა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ოსმან მიქელაძემ საქალაქო მამულების გაყიდვის თაობაზე განაცხადა, რომ ვინც უნებართვოდ დაიკავებდა სახელმწიფო მიწებს, კანონის ძალით უნდა გაეძევებინათ, რათა ამის შემდეგ ვერავის გაებედა ქალაქის კუთვნილ მამულებში უკანონოდ დასახლება.

1888

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე მ. ი. თამამშევმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ ბიუროს აგენტებს დაავალებდნენ ქალაქის მამულებზე თვალყური ედევნებინათ, რათა მათ უკანონოდ არავინ დაპატრონებოდა.

1895

ტიპი: ნასამართლეობა

1895 წელს ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებისთვის ქუთაისის ოლქის სასამართლომ ეგ. ჯიბლაძეს ციმბირში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ბ. ლორთქიფანიძეს – ტობოლსკის გუბერნიაში გადასახლება, ბ. ბალანჩივაძესა და აფრასიონ ლოსაბერიძეს – 2-2 წლით პატიმართა როტაში პატიმრობა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 იანვარს ამიერკავკასიის აგრარული რეფორმის ლიგამ ჩაატარა საორგანიზაციო სხდომა, რომელმაც დაადგინა, რომ დროებითი ბიურო უნდა აერჩიათ შემდეგი შემადგენლობით: ს. ა. ზახაროვა, გ. ვ. ზერცალოვა, ა. ზ. თამამშევა, ი. შ. პირუმოვა, ლ. ბ. ბებუთოვა, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე კორინთელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს თბილისის კანცელარიის ბრძანებით პირველი რაიონის ზედამხედველები – მიხეილ შრამჩენკო, ალექსანდრე ბაქრაძე, სიმონ გლაზკოვი და ვასილი გიუბნერი – უფროს საშტატო კონტროლიორებად დაინიშნენ. მათ გადაადგილება ეკრძალებოდათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული ნიკოლოზ მკურნალის ცნობით, ქუთაისის სამეურნეო სასწავლებელში მოწყობილ სტუდენტს წინასწარ 5 მანეთი უნდა გადაეხადა, პირველ ოქტომბერსა და პირველ აპრილს კი — 60-60 მანეთი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 იანვარს ქაშვეთში თბილისის მიტროპოლიტმა ლეონიდმა ღვთისმსახურება აღასრულა. პროცესია გაგრძელდა გოლოვინის პროსპექტზე იორდანის მიმართულებით, სადაც შეუერთდა რუს სასულიერო პირებს და მათ ერთობლივად შეასრულეს რიტუალი იორდანის წყლის კურთხევით.

1912

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის იანვარში თბილისში ა. პ. სემენცოვის ხელმძღვანელობით ვარშავის პოლიტექნიკუმის სტუდენტთა ჯგუფი აპირებდა ჩამოსვლას. ისინი თბილისიდან ალავერდის სპილენძის ქარხნის დასათვალიერებლად გეგმავდნენ გამგზავრებას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე მიხაილ ხილკოვს ამერიკიდან პეტერბურგში რკინიგზის ინსპექტორი ჩამოჰყვა. მას პეტერბურგში ამერიკის რკინიგზის მსგავსი რკინიგზა უნდა გაეყვანა.

1895

ტიპი: ნასამართლეობა

1895 წელს ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებისთვის ქუთაისის ოლქის სასამართლომ კ. ჭეიშვილს ერთი წელი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო გ. ნიშნიანიძეს – 8 თვით.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს სინსკი გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების ზედამხედველი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში მოსკოვში გამართულ კონცერტზე ქართული ხალხური სიმღერები შესრულდა. ლოტბარი იყო ა. ნ. კოროშენკო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წელს ექიმ პრიანიშნიკოვის მკვლელობისთვის ბათუმში რამდენიმე პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. განსვენებულის მეუღლე მათთვის სასჯელის პატიებას ითხოვდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს სინსკიმ ფოთში ნახუტურის სამრევლო სკოლის რევიზია ჩაატარა. ამ სასწავლებელში სასწავლო პროცესი 1881 წლის კანონით მიმდინარეობდა.