რეგისტრირებული ფაქტები81483
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს ივანე ბერნადეტის ძე სკუდერი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სასაზღვრო კარანტინის (VI) განყოფილებაში რეგისტარტორად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს ნიკოლოზ ლიუბიმოვის ძე ვიხმანი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სასაზღვრო კარანტინის (VI) განყოფილებაში არქიტექტორად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის მრჩევლები: იოსებ იაკობის ძე ილოშევიჩი და ივანე კონსტანტინეს ძე მილოსი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სასაზღვრო კარანტინის (VI) განყოფილებაში კანცელარისტებად მუშაობდნენ.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის მდივნები: მიხეილ იგორის ძე ალიხანოვი და ალექსი პავლეს ძე მულიკოვსკი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სასაზღვრო კარანტინის (VI) განყოფილებაში უმცროს დამხმარეებად მუშაობდნენ.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის მდივანი ვიქტორ იროდიონის ძე იასინსკი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სასაზღვრო კარანტინის (VI) განყოფილებაში უმცროს დამხმარედ მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის მდივანი რუდოლფ ივანეს ძე ბრაუნშვეილი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სასაზღვრო კარანტინის (VI) განყოფილებაში უფროს კანცელარისტად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს სამხედრო საბჭოს წევრი იგორ თეოდორეს ძე სიმონოვიჩი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილებაში უმცროს დამხმარედ მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ვასილ პეტრეს ძე გორბუნოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილებაში კანცელარისტის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოდესაში ილია ჭავჭავაძის სახელობის ფონდის სასარგებლოდ გამართულ ლექციაზე მ. ცეცხლაძეს ილიას ნაწერები ქართულად უნდა განეხილა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 26 ოქტომბრის გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ 1897 წელს გზათა სამინისტროს ინჟინრის, კუდნიცკის პროექტით თბილისი-კავკავის სარკინიგზო გზის შესასწავლად 150 000 მანეთი უნდა გამოეყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე ფეოდორის ძე ლელი კავკასიის რწმუნებულის კანცელარიის დიპლომატიურ კორპუსში მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველი პავლე ვასილის ძე ტოგანოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების კანცელარისტად მუშაობდა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ივანე ფეოდორის ძე ზოლოტარევი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილების უფროსი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, გიორგი მუსხელიშვილი, გიორგი მდივანი და დავით მესხი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გადასახლებული აკაკი ჩხენკელი როსტოვიდან თვითნებურად დაბრუნების გამო დააპატიმრეს.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს სამხედრო საბჭოს წევრი ილია თეოდორეს ძე ბუმე კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების უფროსი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 23 ოქტომბერს პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგი ოჯახთან ერთად ქუთაისიდან საზღვარგარეთ გაემგზავრა.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წელს ქვრივი დედოფალი მარიამ თეოდორეს ასული რომანოვა აბასთუმანში ისვენებდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სტომატოლოგ ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძეს კაბინეტი ჰქონდა ნიკოლოზის ქუჩის №21-ში, საგინოვის სახლში.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 19 ოქტომბერს ქობულეთის მცხოვრები ხასან-მამინ ოღლი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში ჩასვეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს დედოფალი მარიამ თეოდორეს ასული რომანოვი აბასთუმანში გაჭირვებულებს 200 თუმნით დაეხმარა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, არხიპო კერესელიძეს, ალექსანდრე კვიტაშვილსა და ექვთიმე კობერიძეს საწევრო არ ჰქონდათ გადახდილი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, სპირიდონ თოფურიას, ივანე თურქიასა და ლევან თუმანიშვილს საწევრო არ ჰქონდათ გადახდილი.