რეგისტრირებული ფაქტები87629
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ზაფხულში გრიგორი გოლიცინს დაგეგმილი ჰქონდა კავკასიაში არსებული ყველა მინერალური წყლისა და სააგარაკო ადგილის მონახულება.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის მაისში ბესარიონ ქავთარაძე ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გადიოდა. მას მარჯვენა მკლავი მოაჭრეს, რამაც ძალიან დაასუსტა, გახდა და ლაპარაკის პრობლემებიც შეექმნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მაისში ბესარიონ ქავთარაძე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. ამ პერიოდში იგი კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა, იანოვსკიმ მოინახულა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, ქობულეთის მოსახლეობის დასახმარებლად რედაქციაში ნიკო ცხვედაძისგან 3 მანეთი მიიღეს, ნიკოლოზ ქანანოვისგან კი — 5 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 მაისს ბესარიონ ქავთარაძეს სამსონ თოფურია მკურნალობდა. ექიმმა ქავთარაძე სიკვდილისგან იხსნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 მაისს სათავადაზნაურო თეატრში ბ. ა. კავსაძის ლოტბარობით კონცერტი უნდა გამართულიყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 12 და 14 აგვისტოს შკურინსკის პოლკმა და პოლკოვნიკ ნაკაშიძის ჯარმა ვედენოში აჯანყებულები დაამარცხეს.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს სამხედრო საბჭოს წევრი, ჩინოვნიკი დიმიტრი ალექსანდრეს ძე ოლსუფიევი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის დირექტორის უმცროს თანაშემწედ მუშაობდა.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ბაბაჯან დავითის ძე ლაზარევი გაზეთ „Закавказский Вестник"-ის აღმოსავლური ენის განყოფილების მთარგმნელი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს თავადი ვახტანგ გურამის ძე გურამოვი გაზეთ „Закавказский Вестник"-ის ქართულენოვანი განყოფილების მთარგმნელი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ვასილ აბრაამის ძე ფიოდოროვი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში მიწისმზომლად მუშაობდა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1849 წლებში სიმონ სიმონის ძე ხლებნიკოვი თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების პალატაში სახელმწიფო ქონების რწმუნებულად მუშაობდა.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს სოლომონ სტეფანეს ძე ავთანდილოვი თბილისის გუბერნიის სახაზინო პალატის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელად მუშაობდა.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს პეტრე ალექსანდრეს ძე კრიჟანოვსკი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში ბუღალტრად მუშაობდა.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე ფლავიცკი იმერეთის გუბერნიის ვიცე-გუბერნატორის მრჩეველი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ანდრია ანდრიას ძე ტროფიმოვი კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის საბჭოს მთავარი სამმართველოს განყოფილების საქმისმწარმოებელი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ალექსი სიმონის ძე ფედოროვსკი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში კონტროლიორად მუშაობდა.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ალექსანდრე ივანეს ძე რაგოზინი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში კონტროლიორის დამხმარედ მუშაობდა.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ივანე სიმონის ძე კონიშენკო კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის საერთო განყოფილებაში ეკზეკუტორად მუშაობდა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს ფიოდორ ვასილის ძე სავიჩი ალექსანდროპოლის სახელმწიფო ქონების რწმუნებული იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს კოლეგიის მდივანი კონსტანტინე მიხეილის ძე ბოგდანოვ-კალინსკი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში მუშაობდა.

