რეგისტრირებული ფაქტები87614
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის აგვისტოში გენერალ-ლეიტენანტმა ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა ჩეჩნეთზე გაილაშქრა.
1832
ტიპი: თანამდებობა
1832 წლის 12 მარტს სარატოვის ეპისკოპოსი მოსე დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად.
1834
ტიპი: თანამდებობა
1834 წლის პირველ სექტემბერს მთავარეპისკოპოსი ევგენი დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად.
1843
ტიპი: თანამდებობა
1843 წლის 13 აგვისტოს მთავარეპისკოპოსი ნერსესი ეჩმიაძინის პატრიარქად და სომეხთა კათოლიკოსად აირჩიეს.
1844
ტიპი: თანამდებობა
1844 წლის 12 ნოემბერს მთავარეპისკოპოსი ისიდორე დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად.
1853
ტიპი: თანამდებობა
1853 წლის პირველ ნოემბერს ახალციხესთან ბრძოლაში რუსთა მეოთხე ბატალიონის მეთაური იყო გენერალ-მაიორი პეტრე პეტრეს ძე კოვალევსკი.
1853
ტიპი: ღონისძიება
1853 წლის პირველ ნოემბერს რუსთა მეოთხე ბატალიონმა გენერალ-მაიორ კოვალევსკის ხელმძღვანელობით აიძულა თურქები ახალციხე დაეტოვებინათ.
1811
ტიპი: თანამდებობა
1811 წლის 8 ივლისს მიტროპოლიტი ვარლამი საქართველოს ეგზარქოსის თანამდებობაზე დაინიშნა.
1809
ტიპი: თანამდებობა
1809 წლის აგვისტოში არქიეპისკოპოსი ეფრემი დაამტკიცეს სომეხთა პატრიარქისა და კათოლიკოსის თანამდებობაზე.
1818
ტიპი: ღონისძიება
1818 წელს ეგზარქოს თეოფილაქტეს განკარგულებით თბილისის სინოდალურ კანტორაში დაიწყო მონასტრებსა და ეკლესიებში გაბნეული ქარტიებისა და დოკუმენტების შეგროვება.
1825
ტიპი: ღონისძიება
1825 წლის ივნისში გენერალ-მაიორ ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა მარცხი აგემა ყუბანს გაღმა მცხოვრებ მთიელებს.
1825
ტიპი: ღონისძიება
1825 წლის ივნისში გენერალ-მაიორ ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვმა ყაბარდოში აჯანყება ჩაახშო.
1825
ტიპი: გარდაცვალება
1825 წლის ივნისში ჩეჩნეთში მოკლეს გენერალ-ლეიტენანტი დიმიტრი ტიხონის ძე ლისანევიჩი.
1858
ტიპი: ღონისძიება
1858 წლის სექტემბერში დიდი მთავრები ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე და მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვები კავკასიაში ჩამოვიდნენ.
1858
ტიპი: ღონისძიება
1858 წლის 11 სექტემბერს დიდი მთავრები ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე და მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვები თბილისში ჩამოვიდნენ.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858 წლის 16 სექტემბერს დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვი დაინიშნა კავკასიის პირველი მესანგრეთა ბატალიონის უფროსად.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858 წლის 16 სექტემბერს დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი დაინიშნა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის უფროსად.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858 წლის 10 აგვისტოს დიდი მთავარი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე რომანოვი დაინიშნა თბილისის გრენადერთა პოლკის უფროსად.

