საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89466

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 24 ოქტომბერს შემოქმედში ბჟუჟზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. მშენებლობა ი. ბაბინაშვილის ინიციატივით დაიწყო. მშენებლობის დასრულებიდან 3 დღეში ბჟუჟი ისე ადიდდა, რომ ნახევარი ხიდი დაანგრია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს ოზურგეთში სცენისმოყვარეებმა ალექსანდრე ყაზბეგის სამმოქმედებიანი დრამა „არსენა“ წარმოადგინეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს რამზან ჯიბრაილ-ოღლი საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში გუბერნიის მდივანმა მაღალოვმა სიღნაღის ხაზინაში ბუღალტრად დაიწყო მუშაობა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ელიზბარ ბერაია საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს ვასილ ურუშაძე ოზურგეთში წარმოდგენილ პიესაში მონაწილეობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს დიაკვანმა გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორმა მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის ფული და წიგნები შეაგროვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პროკოფი ბერაია საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს მ. მიქელაძე ოზურგეთში დადგმულ პიესაში მონაწილეობდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ტერ-სარქისოვს თბილისში, „სასახლის ნომრების“ ეზოში, სავაჭრო დუქანი ჰქონდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გევორქ სამუელიანცი საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ევგენია აფანასიევა საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კორნელი ქუთათელაძე საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს გიორგი აფანასის ძე ძიუბენკო სახელმწიფო ქონების სამაზრო რწმუნებული და გუბერნიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნიკოლოზ ნაცვლიშვილმა სინოდის კანტორის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში ქალაქის განათების საკითხის გადასაჭრელად ხმოსან ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვის წინადადებით შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიის გადაწყვეტილებით თბილისის განათებაზე ქალაქის თვითმმართველობას უნდა ეზრუნა. 

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნ. ერისთავი ქვემო მაჩხაანის ბოქაული იყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „ნოვოე ვრემიას“ ცნობით, პეტერბურგში მინისტრთა კაბინეტმა ბაქოდან ნავთობსადენის გაყვანის საქმე განიხილა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, თბილისის სასამართლოს განყოფილებამ ახალქალაქში საქმეების განხილვა დაიწყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ოდესის სასულიერო სემინარიის ქართველი სტუდენტები რედაქციას გაზეთის უსასყიდლოდ მიწოდებისთვის მადლობას უთვლიდნენ.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ბათუმის რკინიგზის ოზურგეთთან ახლოს გატარებამ ქალაქში ფაეტონებისა და დილიჟანის მოთხოვნილება გააჩინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველ და ორ ივნისს პეტრე მ. ჩინიჯევი, გ. ე. გრიგოლია, ს. გ. წერეთელი, ე. ი. დიატკინი, ვ. ა. დიმიტროვსკი და მ. ნ. ავდიევი სურსათის სამინისტროში გამართულ თათბირს ესწრებოდნენ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა პეტრე ქარდავას, ყარამან ანჩაბაძის, ალექსანდრე მიქელაძის, ილია ლომთათიძისა და ვანო რევიშვილის საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი.

2012

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ ჯღარკავას გლეხთა გამათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის, გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრების სია, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ხატისოვი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.