საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს რუსეთის იმპერატრიცა მარია ალექსანდრეს ასულის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა კავკასიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოება.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვმა თბილისის გუბერნატორ კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკის დაავალა გუბერნიაში დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების ადგილობრივი გამგეობის გახსნა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 11 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი ბრძანებულებით დაფუძნდა სანქტ-პეტერბურგის ფულადი კაპიტალის, შემოსავლებისა და ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოება, რომლის ფილიალი თბილისშიც გაიხსნა.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება დაბინავებული იყო ჭავჭავაძის ქუჩაზე, ზუბალოვის სახლში.

1850

ტიპი: ღონისძიება

1850 წლის 27 თებერვალს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის განკარგულებით დამტკიცებულ იქნა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების წესდება.

1850

ტიპი: ღონისძიება

1850 წელს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვს უშუამდგომლია რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე II-ის წინაშე კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების დაარსების თაობაზე.

1850

ტიპი: ღონისძიება

1850 წლის 27 თებერვალს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის განკარგულებით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას სახელმწიფო ხაზინიდან უნდა მიეღო 3000 მანეთი ხარჯებისათვის.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი აქტიურად მონაწილეობდა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების საქმიანობაში.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების პირველი პრეზიდენტი.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წელს კავკასიის მეფისნაცვალ ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკის ბრძანებულებით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების წესდებაში დამატებები შეუტანიათ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკი ზრუნავდა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების კეთილმოწყობაზე.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860 წელს კავკასიის მეფისნაცვლად დაინიშნა ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკი.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წლის 9 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით დამტკიცებულ იქნა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ახალი წესდება.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წლის 9 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას სახელმწიფო ხაზინიდან შემოსული ყოველწლიური თანხა გაეზარდა 6000 მანეთამდე.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წლის 9 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას მიენიჭა უფლებამოსილება, გაეცა მედლები სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში გაწეული შრომისათვის.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება მისი საიმპერატორო უდიდებულესობა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი იყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ თბილისის გუბერნატორ კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკის დიდი მონაწილეობა მიუღია გუბერნიაში დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების ფილიალის გახსნის საქმეში.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ თბილისის გუბერნატორი კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკი იყო რუსეთის იმპერიის საიდუმლო მრჩეველი.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს თბილისის გუბერნატორი იყო კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკი.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 26 მარტს თბილისის გუბერნატორმა კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკიმ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის გახსნა გამოაცხადა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გუბერნატორ კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკის თავმჯდომარეობით გაიმართა დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 26 მარტს ქალაქ თბილისში თბილისის გუბერნატორ კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკის თავმჯდომარეობით გაიმართა დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების წევრ-დამფუძნებელთა პირველი სხდომა.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 26 მარტს თბილისის გუბერნიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს თბილისის გუბერნატორი კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკი.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე კონსტანტინე ივანეს ძე ორლოვსკიმ დამსწრეთ შესთავაზა ადგილობრივი გამგეობის წევრთა არჩევა.