საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89462

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 23 იანვარს სურამში გაქურდეს ნიკო და გიგა ბებიაშვილების სახლი. ქურდობა გლეხებს – ვასო გაგლოშვილსა და ნიკო ტბაურს ბრალდებოდათ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს დავით ივანეს ძე აფხაზოვი სიღნაღის რწმუნებული იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ბეჟან ლაზარეს ძე ბეჟანოვი იყო თბილისის კანცელარიის ხელმძღვანელი.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში სილვესტერ ვასილის ძე პლეშკოვსკი ოზურგეთის მაზრის ექიმი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში სიმონ ოსიპის ძე ბოსტაევი სიღნაღის ქალაქისთავი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ალექსანდროპოლის მაზრის ხაზინადარი იყო ზაქარ არტემის ძე უდოვიჩენკო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს სტეფანე ივანეს ძე ავეტიკოვი ელიზავეტპოლის მაზრის ხაზინადარი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ივანე ლაზარეს ძე ბოსინი ქუთაისის მაზრის პროკურორი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ოფიცერი იგორ ივანეს ძე მელეშკო გურიის მაზრის უფროსი დამხმარე იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ფიოდორ ალექსანდრეს ძე სერგიევი ელიზავეტპოლის მაზრის მსაჯული იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს კოლეგიის რეგისტრატორი თავადი იასონ ჯიმშერის ძე თუმანოვი კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის თანამშრომელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში იგორ გერასიმეს ძე ზაპოროჟჩენკო ახალციხის მაზრის მმართველი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ალექსანდრე ივანეს ძე პრიბილი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ივანე დიმიტრის ძე დროკოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიაში მუშაობდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რომანოზ ძამსაშვილის სტატია, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ თელავში მოსამართლეებს გლეხების მიმართ.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 26 სექტემბრის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, 1880 წლიდან „ივერია“ და გაზეთი „დროება“ გაერთიანდებოდა და ექნებოდათ საერთო რედაქცია. ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორი იქნებოდა ილია ჭავჭავაძე, ხოლო გაზეთ „დროებისა“ – სერგეი მესხი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მიხეილ ხუნდაძის განცხადება, რომ სასტუმრო „ევროპიის ნომრებში“ შესაფერის ფასად ქირავდებოდა სუფთა ოთახები.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, მეექვსე კლასისა და განსაკუთრებული მინდობილობის მოხელე ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი გახდა „სტატსკი სოვეტნიკი“.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, ქუთაისის ოლქის სასამართლოს მდივნის თანაშემწე ლორთქიფანიძე გახდა „კოლეჟსკი ასესსორი“.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, ტატიაშვილი გახდა კოლეგიის ასესსორი.

1845

ტიპი: ღონისძიება

1845 წლის 25 მარტს მიხეილ ვორონცოვი თბილისს ესტუმრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვარს, 11 საათზე მამა დავითის ეკლესიაში ქართველ მოღვაწეთა ხსოვნის პანაშვიდზე სიტყვები წარმოთქვეს დუტუ მეგრელმა, აკაკი პაპავამ და ვახუშტი კოტეტიშვილმა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წელს მხატვარ მოსე თოიძის შვილი იყო ირაკლი თოიძე.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წელს ირაკლი გიორგის ძე წერეთელს ჰყავდა და ელენე წერეთელი-დემოლონი და ძმა ლევან წერეთელი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წელს მხატვარ მოსე თოიძის მეუღლე იყო ალექსანდრა თოიძე.