რეგისტრირებული ფაქტები87577
სორტირება თარიღი კლებადობით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს მღვდელმა დიომიდე ხონელიძემ ახლად აშენებული ნაჩხეტაურის წმ. გიორგის ეკლესიისათვის თანხით დახმარების გამო გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა სპირიდონ კიკნაძეს, პეტრე ზანონს, თეოდორე კურტოვს, ნ. ვ. აბაშიძესა და ერმალოზ კიკნაძეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-1903 წლებში ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი გაზეთ „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 1-ელ იანვარს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ვექსილს, რომლის მიხედვითაც ვალდებული იყო თბილისის ქაღალდის ფაბრიკის ამხანაგობისთვის 7 თვეში 275 მანეთი გადაეხადა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლიდან დანიელ გაბრიელის ძე მასლოვი ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში მეფუტკრედ მუშაობდა.
1902
ტიპი: მფლობელობა
1902 წელს ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი რემონტის დასრულების შემდეგ თბილისში, ანდრეევის №22-ში შეძენილ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად.
1902
ტიპი: ორგანიზაცია
1902 წელს ილია ჭავჭავაძემ ანდრია ღულაძესა და გიგო თოიძესთან ერთად კონსერვების დამამზადებელი ამხანაგობა „ანკარა“ ჩამოაყალიბა და საგურამოში სახლის წინ დაიწყო წარმოება.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-13 წლებში ზაქარია სიმონის ძე მჭედლიძე სოფ. ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-04 წლებში თეოფილე იოვანეს ძე ნინიკაშვილი სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-17 წლებში ნიკოლოზ იესეს ძე გაბელაშვილი სოფ. ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-1917 წლებში გიორგი ლეონტის ძე სოხაძე მიქარწმინდის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

