რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე იგნატეს ძე გროსმანი იყო გუბერნატორი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 23 ნოემბერს საქალაქო არჩევნებზე მესამე რიგის ხმოსნად აირჩიეს მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფრემოვი იყო ადიუტანტ-პოლკოვნიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფრემოვს ქონება დაზღვეული ჰქონდა „რუსეთის მზღვეველ საზოგადოებაში“.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვოიტეხოვიჩს ჰქონდა პორუჩიკის წოდება.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 სექტემბერს ქართულ თეატრში წარმოადგენდნენ ოთხმოქმედებიან კომედიას „ხანუმას“, „თამარ ბატონიშვილსა“ და „ლეკურს“, რომელშიც კონსტანტინე დიმიტრის ყიფიანი უკანასკნელად იღებდა მონაწილეობას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 სექტემბერს ქართულ თეატრში წარმოადგენდნენ ოთხმოქმედებიან კომედიებს „ხანუმას“, „თამარ ბატონიშვილსა“ და „ლეკურს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ლეონიძე, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი. წარმოდგენა 8-ის ნახევარზე დაიწყებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 სექტემბერს ქართულ თეატრში ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა და დავით მერაბის ძე გამყრელიძის (აწყურელის) მონაწილეობით წარმოადგენდნენ „ლეკურს“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ფრენკელი საკვირაო იურიდიულ ჟურნალს ბეჭდავდა. ეს საქმიანობა საბოლოოდ თავის ძმას გადააბარა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ფრენკელს სურდა დაებეჭდა ყოველდღიური გაზეთი ს„კავკაზსკოე ობოზრენიე“, რის თაობაზეც მას მთავრობისაგან ნებართვა ჰქონდა აღებული.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ს. აბესალომოვი იყო არქიტექტორი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ს. აბესალომოვმა მამის სახსოვრად თბილისის სახელოსნო სასწავლებელს 5000 მანეთი შესწირა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. მ. მირზოევი ფლობდა ბამბის ქარხანას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. მ. მირზოევის ბამბის ქარხანა ი. ვ. რიშარს 5 წლით იჯარით ჰქონდა აღებული. იჯარის დრო ამოიწურა და ქარხანა კვლავ დაუბრუნდა მეპატრონეს.

