რეგისტრირებული ფაქტები89455
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი და იოსებ რომანოზის ძე მრევლიშვილი იღებდნენ ყმაწვილებს მოსამზადებლად საშუალო სასწავლებლებში. მისამართი: ვარანცოვის ხიდის პირდაპირ, ნიკოლაევის ქუჩა, თ. გრუზინსკის სახლი N 21.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, მოქალაქე, რომელიც ისწავლიდა სომხების სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლის დასრულების შემდეგ ერთი წელი ჰქონდა დრო, რათა მიეღო სასულიერო წოდება, რაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან ათავისუფლებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ახალი ამბავი, რომ ქაჩლიშვილმა გ. აბაშიძის მამულში დაწვა სახლი და ძნა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ახმეტაში ცხოვრობდა ნიკოლოზ ათანასეს ძე მაყაშვილი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ახმეტაში ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი ფლობდა იშვიათი გამოცემის „ვეფხისტყაოსანს“.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ამიერკავკასიის ისეთ ადგილებში, სადაც მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს თავად პატრონობდნენ, უფლება ჰქონდათ ერთი წლით თავი გაეთავისუფლებინათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან. სხვადასხვა რეგიონისთვის მთავარმართებელი თავად განსაზღვრავდა შეღავათით სარგებლობის წესებს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „თფილისის ფურცლის“ ცნობა, რომ ლორთქიფანიძე ფლობდა ტრამვაის.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი „ვეფხისტყაოსანს“ ფლობდა. წიგნი ეტრატის მსგავს ქაღალდზე მსხვილი და ლამაზი ასოებით იყო დაწერილი. ფურცლებს გვერდები მორთული ჰქონდა ვარაყითა და მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველებისაგან დასურათებული არშიებით.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი „ვეფხისტყაოსანს“ ფლობდა. წიგნი დიდ ფურცლებზე იყო დაწერილი, კარგი ყდა და სიძველისაგან დაშლილი ფურცლები ჰქონდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი „ვეფხისტყაოსანს“ ფლობდა. წიგნის ყდის მიწერილობიდან ირკვეოდა, რომ პოემა გადაწერილი იყო ვახტანგ V ანუ შაჰ-ნავაზ გიორგის ძის მეფობის მესამე წელს (1661-1664 წლებში).
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი „ვეფხისტყაოსანს“ ფლობდა. წიგნის ყდაზე მინაწერიდან ირკვეოდა, რომ იგი 1871 წელს მოსკოვში შეიძინა სახლთუხუცესმა ჩოლოყაშვილმა, რომელიც მეფე ირაკლი II მიერ იყო რუსეთში გაგზავნილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქაზახის მაზრის უფროსი იყო თარხნიშვილი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, „ვეფხისტყაოსანს“, რომლის მფლობელიც იყო ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი, ჰქონდა მინაწერები, რომლის გადაწერაც მან ვერ მოასწრო.

