რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 11 ოქტომბერს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს ნაფიცი ვექილი პახომოვი, დასაფლავებას დაესწრნენ ნაფიცი ვექილები. სასამართლოს მოხელეები, საბჭოს ხმოსნები და გამგეობის წარმომადგენლები.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე, ოლღა გურამიშვილი, თბილისის გუბერნიის მარშალი დავით მელიქიშვილი, გრიგოლ დიასამიძე და სხვები წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლას სტუმრობდნენ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ოქტომბერს ქართულ თეატრში პირველი გასტროლი ჰქონდა ნინო პლატონის ასულ ჩხეიძისას. მასთან ერთად წარმოდგენებში მონაწილეობდნენ ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ეკატერინე გრიგოლის ასული მესხი, ვალერიან ლევანის ძე გუნია.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 9 ოქტომბერს ბათუმში ჩავიდა კურსკის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი ევრეინოვი.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 9 ოქტომბერს ბაქოში გაემგზავრა კავკასიის სამთო სამმართველოს უფროსი რუგევიჩი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 9 ოქტომბერს ბაქოში მთავარმმართებლის საბჭოს წევრის, მიცკევიჩის თავმჯდომარეობით გაიმართა განსაკუთრებული კომისიის კრება, რომელსაც უნდა შეემუშავებინა გეგმა ნავთის ქარხნებში ცეცხლის გაჩენის წინააღმდეგ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა ქალაქ თბილისის ხორცის დუქნების გამგე-კომისიის სხდომა. კომისიის თავმჯდომარე იყო ვარლამ ჩერქეზიშვილი, წევრები – ი. ა. სულხანიშვილი და მიხეილ ნიკოლოზის ძე ვესელოვზოროვი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 ოქტომბერს ქალაქ თბილისის ხორცის დუქნების გამგე-კომისიის სხდომაზე განიხილეს დუქნების მმართველის, ნ. ალიხანოვის შეტყობინება 1520 სული საკლავი საქონლის 42 000 მანეთად შესყიდვის შესახებ. კომისიამ დაადგინა, რომ ნ. ალიხანოვს აღარ ჰქონოდა უფლება, მცირე კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჩერქეზიშვილის დაუკითხავად საქონლის შესყიდვისა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 ოქტომბერს ქალაქის მოურავის მოადგილე მ. ს. შესტაკოვმა გუბერნატორს დასამტკიცებლად წარუდგინა 6 ოქტომბერს არჩეულ ხმოსანთა სია.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისში გამართულ იქალაქის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო დავით ლორთქიფანიძე. სხდომას დაესწრო 29 ხმოსანი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე საფინანსო კომისიის წევრებად აირჩიეს პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი, ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანი, გ. გ. გამრეკელოვი, ისააკ ივანეს ძე პურადოვი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე სასკოლო კომისიის წევრებად აირჩიეს: იოსებ ივანეს ძე ოცხელი, გაბრიელ პეტრეს ძე ცაგარეიშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ნაზაროვი, გიორგი ლევანის ძე ქორქაშვილი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე მიიღეს დადგენილება, შექმნილიყო კომისია, რომელიც დაადგენდა ქალაქის საზღვრებს და ქუჩებს დაარქმევდა სახელებს. კომისიის წევრებად აირჩიეს სოლომონ იოსების ძე წერეთელი, სამსონ ნიკოლოზის ძე დათეშიძე, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ჩაიბარა გრიგოლ ლევანის ძე დადიანის დატოვებული ანდერძი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 7 ოქტომბერს ფოთის სახელოსნო სასწავლებელის კურთხევას დაესწრნენ ქალაქის მოურავი და საქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი დ. კონონოვი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 6 ოქტომბერს თბილისის დედათა პირველ გიმნაზიაში გაიმართა მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ციტოვიჩი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ქალაქის საბჭოს დარბაზში ქალაქის მოურავის მოადგილის თავმჯდომარეობით გაიმართა თბილისის პირველი საარჩევნო ნაწილის ამომრჩეველთა დამატებითი კრება, რომელსაც უნდა აერჩია 3 ხმოსანი და 5 კანდიდატი. კენჭი იყარა 21 კაცმა, მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, თ. ნ. ბოგომოლოვი, პ. კ. ვერესოვი, ვასილ დავითის ძე გაბაშვილი, ფერდინანდ კარლის ძე გეინი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 6 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მელვილის სამმოქმედებიანი დრამა „სიყვარული და სარწმუნოება".
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ქალაქის საბჭოს დარბაზში გაიმართა თბილისის პირველი საარჩევნო ნაწილის ამომრჩევლების კრება ქალაქის მოურავის მოადგილის თავმჯდომარეობით 3 ხმოსნისა და 5 კანდიდატის ასარჩევად. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილმა, პ. ს. ვასილევმა, ი. ი. კამოევმა, ტიტე სვიმონის ძე ქიქოძემ, ა. გ. ტურკოვსკიმ და მ. ე. ჩიმიშკიანცმა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ქალაქის საბჭოს დარბაზში გაიმართა თბილისის პირველი საარჩევნო ნაწილის ამომრჩევლების კრება ქალაქის მოურავის მოადგილის თავმჯდომარეობით 3 ხმოსნისა და 5 კანდიდატის ასარჩევად. კენჭი იყარა 21 კაცმა, მათ შორის იყვნენ: ნ. კ. კესენიხი, გ. ა. კლიმოვსკი, პეტრე ივანეს ძე კოჟინი, ე. ი. კონდრატენკო, კონსტანტინე იოსების ძე მესხიევი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ქალაქის საბჭოს დარბაზში ქალაქის მოურავის მოადგილის თავმჯდომარეობით გაიმართა თბილისის პირველი საარჩევნო ნაწილის ამომრჩეველთა დამატებითი კრება, რომელსაც უნდა აერჩია 3 ხმოსანი და 5 კანდიდატი. კენჭი იყარა 21 კაცმა, რომელთა შორის იყვნენ: ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილი, რ. თ. ამირეჯიბი, იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი, ვ. მ. ბარცოვი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ქალაქის საბჭოს დარბაზში ქალაქის მოურავის მოადგილის თავმჯდომარეობით ჩატარდა დამატებითი კრება თბილისის პირველი საარჩევნო ნაწილის ამომრჩევლებისა სამი ხმოსნისა და 5 კანდიდატის ასარჩევად. კენჭი იყარა 21 კაცმა, რომელთა შორის იყვნენ: ვასილ ალექსანდრეს ძე სარაჯიშვილი, ტ. ვ. ტერ- ოჰანეზოვი, ვ. ა. ტირიონი, ი. ა. ტიხენკო, ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი, არშაკ ცატუროვი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ქალაქის საბჭოს დარბაზში ქალაქის მოურავის მოადგილის თავმჯდომარეობით გაიმართა თბილისის პირველი საარჩევნო ნაწილის ამომრჩეველთა დამატებითი კრება, რომელსაც უნდა აერჩია 3 ხმოსანი და 5 კანდიდატი. ხმოსნებად აირჩიეს გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი, პეტრე ივანეს ძე კოჟინი, კანდიდატებად – ვასილ ალექსანდრეს ძე სარაჯიშვილი, ფ. კ. ჰეინი.

