საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89455

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წელს ილია ნებიერიძე სამსახურში მიმავალ განჩაროვს დახვდა და მუხლში დაჭრა. ის შრომისუუნარო გახდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს სტეფანე ზაქრაძემ ილია ნებიერიძეს მექვაბე განჩაროვის მოსაკლავად იარაღი მისცა.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

მუხლში დაჭრილი განჩაროვი ჭრილობის მოშუშების შემდეგ 1903 წელს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა მოძრაობას მიემხრო.

1903

ტიპი: ნასამართლეობა

1903 წელს მექვაბე განჩაროვის დაჭრაში ბრალდებული პარმენ სვანიძე რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ გაამართლა.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წელს ილია ნებიერიძის მიერ დაჭრილი სამსონ გამყრელიძე რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს სამსონ გამყრელიძე ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოს საამქროს ბრიგადირი იყო.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ტიხონა სანაძის ხელმძღვანელობით ტერორისტთა ჯგუფი ჩამოყალიბდა.

1903

ტიპი: გარდაცვალება

1903 წელს ილია ნებიერიძემ და მისმა თანამოაზრეებმა ჯაშუში მამულაიშვილი ყელგამოჭრილი გზაზე დაადგეს.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ტიხონა სანაძე და ილია ნებიერიძე ნაძალადევში რკინიგზის ეკლესიიდან მომავალ ლიანდაგების მუშების უფროსს დახვდნენ და სროლა აუტეხეს, მაგრამ მან თავს უშველა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს სტეფანე ზაქრაძემ და სტეპკო პარკუსაძემ ჯაშუში მამულაიშვილი ილიკო ხავთასის სახლში აღმოაჩინეს.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ნებიერიძემ სტეფანე ზაქრაძისა და ზაქარია ჩოდრიშვილის დავალებით რკინიგზის სახელოსნოს სამორიგეო ოთახში დაჭრა ბრიგადირი სამსონ გამყრელიძე.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ნებიერიძემ ტიხონა სანაძის დავალებით დურგალი ეზეფოვიჩი მოკლა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს კონსტანტინე მაჭავარიანი იყო სახალხო სკოლების ინსპექტორი.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს თედო კიკვაძის ხელშეწყობითა და სახალხო სკოლების ინსპექტორ კონსტანტინე მაჭავარიანის დახმარებით სახალხო სკოლების დირექციამ მაკვნეთის სკოლა დაამტკიცა ორკლასიან სამინისტრო სკოლად.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლიდან კონსტანტინე შათირიშვილი მუშაობდა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოში.

1903

ტიპი: ნასამართლეობა

1903 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე დაიჭირეს, კარგა ხანს ციხეში ამყოფეს და შემდეგ გადაასახლეს.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 (ან 1904) წელს პარმენ ჭიჭინაძე დაიჭირეს და რუსეთში გადაასახლეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 30 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ 1903 წლის 20 და 27 იანვარს სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს დასწრებოდა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 30 დეკემბერს ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე გენერალი ალექსანდრე ფრეზე.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 29 დეკემბერს თბილისში, ნავთლუხში, ცეცხლი გაჩნდა და დაიწვა მანდენოვის მატყლის სარეცხი ქარხანა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 28 დეკემბერს მთავარმართებლის თანაშემწე, გენერალი ალექსანდრე ფრეზე ქუთაისში გაემგზავრა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 28 დეკემბერს თბილისელმა ვაჭარმა სარქის ოგანეზოვმა პოლიციის მე-2 ნაწილში განაცხადა, რომ მის სამკერვალოში ბოროტმოქმედები შეიპარნენ და 82 მანეთის ტანისამოსი გაიტანეს.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სიმონ ივანეს ძე ჩიქოვანი დაიბადა 1902 წლის 27 დეკემბერს სოფელ ნაესაკაოში.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 27 დეკემბერს გამართულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ანტონ ნატროშვილმა და ნიკოლოზ სულთან კრიმ-გირეიმ წაიკითხეს მოხსენებები სკოლებში „დედაენის“ სწავლების შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 26 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ალექსანდრე დიუმას დრამა „მარგარიტა გოტიე", რომელშიც მარგარიტას როლს ეფემია მესხი ასრულებდა.