რეგისტრირებული ფაქტები89462
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
თბილისის საგუბერნიო მმართველობის განცხადებით 1897 წლის 1-ელ მაისს უნდა გაეყიდათ თბილისში, მიხეილის ქუჩაზე, მდებარე მიხეილ ზაქარიას ძე ვარძელოვის სამსართულიანი სახლი.
1897
ტიპი: ღონისძიება
თბილისის საგუბერნიო მმართველობის განცხადებით 1897 წლის 1-ელ მაისს უნდა გაეყიდათ იოსებ იაკობის ძე ანდრონიკაშვილის ორსართულიანი სახლი ფლიგელითა და სარდაფით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში ი. მურადოვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა „ქართული წერის დედანი“, რომელიც 30 კაპიკი ღირდა და ვინც ოცდაათ ან მეტ ეგზემპლარს შეიძენდა, მას 24 კაპიკად გაუგზავნიდნენ წიგნს.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სახადით გარდაიცვალა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ზესტაფონის კომიტეტის წევრი, დამსახურებული სახალხო მასწავლებელი სიმონ ორჯონიკიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა გარდაცვლილი სახალხო მასწავლებლის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, სიმონ ორჯონიკიძის სახელი ეწოდებინათ იმ სასწავლებლისთვის, სადაც 15 წელი ასწავლიდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების დასს შეუერთდა მსახიობი კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვახტანგ გორგასლის კანონების ხელნაწერი, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირეს, სასურველი იყო განეხილა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს, რათა აღმოეჩინა რით განსხვავდებოდა იგი სხვა მსგავსი ხელნაწერებისაგან.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექიმი ფინკელშტეინი გეგმავდა თბილისში გაეხსნა დაწესებულება, სადაც ცხოველებისაგან დაკბენილ ადამიანებს აცრიდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ქადაგიძე, რომელმაც განაცხადა, რომ თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამამდე სკოლაში ნორმალურად არასდროს ტარდება მეცადინეობა, ამ მხარეში არ არსებობს თანამედროვე კულტურის ნასახიც და საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს მასო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქადაგიძე მასწავლებლად მუშაობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა მარიამ თარხან-მოურავის ბენეფისი, რომელზეც წარმოადგენდნენ ოპერას „აბესალომ და ეთერი“ სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა იუწყებოდა, რომ უნივერსიტეტის დღესთან დაკავშირებით შექმნილი კომისია ყოველდღიურად მართავდა სხდომებს საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით და მოუწოდებდა საზოგადოებას მონაწილეობისკენ. შემოწირულობების, განცხადებებისა და ცნობების მიწოდება შეიძლებოდა მთავარი კომისიის მდივანთან, სტუდენტ დავით წერეთელთან, 11-13 და 17-19 საათებში, სტუდენტთა სასადილოში, თავისუფლების მოედანზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვარს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის თავმჯდომარეობით სამინისტროში გაიმართა სპარსეთ-აზერბაიჯანის კონფერენციის სხდომა.

