რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი კლებადობით
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თევდორე ბოღდანოვი თბილისის გუბერნატორს ვერისა და დიდუბის შესაერთებლად (ქუთაისის ქუჩასთან) საკუთარი ხარჯებით ხიდის აშენების ნებართვას სთხოვდა. მას განზრახული ჰქონდა ამხანაგობის დაარსება და 50 და 100-მანეთიანი პაიების (აქციების) გამოშვება.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
მუშნი ლავრენტის ძე ხაშბა დაიბადა 1903 წლის 5 მაისს აფხაზეთის სოფელ პოკვეში.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალიო ანდრიას ძე მირცხულავა (მაშაშვილი) დაიბადა 1903 წლის 28 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორგაში.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მანთაშევმა პოლიტექნიკუმს 700 000 მანეთი შესწირა. ამ თანხიდან 600 000 მანეთი შენობის ასაგებად უნდა მოეხმარათ, ხოლო 100 000 მან. 50 სტიპენდიატისთვის გაენაწილებინათ.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1903 წლის აპრილში რაჭის მაზრის სოფელ ბაჯში დაიბადა ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე .
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ თელავის მაზრის იმ თავად-აზნაურთა სია გამოქვეყნდა, რომელთაც საზოგადო კრებაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ, მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძე.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წლის 29 მარტს ანა ჩირგაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის ორგანიზაციის აგენტად დაინიშნა.
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წლის 25 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ფსევდონიმით „სიტყვა“ დაიბეჭდა სამსონ ფირცხალავას წერილი, რომელშიც მხარს უჭერდა კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების განზრახვას, უარი ეთქვათ ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანით შემოსული თანხის შემოწირულებად მიღებაზე.
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წლის 25 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ფსევდონიმით „სიტყვა“ დაიბეჭდა სამსონ ფირცხალავას წერილი, რომელშიც მხარს უჭერდა კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების განზრახვას, უარი ეთქვათ ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანით შემოსული თანხის შემოწირულებად მიღებაზე.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 19 მარტს ახუთის ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგებმა თეიმურაზ ჭიჭინაძემ და მარიამ ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წიგნების უფასოდ გადაცემა სთხოვა.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჭეიშვილი დაიბადა 1903 წლის 17 მარტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში.
1903
ტიპი: ორგანიზაცია
1903 წლის მარტში თბილისის სამეურნეო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძე სამეურნეო საზოგადოების 34-ე მუხლის თავიდან შესამუშავებლად შექმნილი კომისიის წევრად აირჩიეს.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1903 წლის 13 თებერვალს დაიბადა მასწავლებელ ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძის ვაჟი დავითი.
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წლის 9 თებერვალს სომხურ გაზეთ „მშაკში“ დაიბეჭდა სტატია „კავკასიის სტუდენტთა დამხმარებელი საზოგადოების ერთი განაჩენის გამო“, რომელშიც ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ გამო ქართველები კაცთმოძულეებად, „მოძმეთჭამიებად“ და „სომეხთყლაპიებად“ არიან მოხსენიებულნი.

