საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გუბერნიის მდივანი მატვეი მატვეის ძე სავიჩი თბილისის სამაზრო სასამართლოში მდივნად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ტიტულიანი მრჩეველი პეტრე თეოდორეს ძე პოდოროჟკო თბილისის სამაზრო სასამართლოს მოსამართლის მოადგილედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ტიტულიანი მრჩეველი ლუდვიგ ივანეს ძე ლემერმანი თბილისის სამაზრო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 1-ლი ნოემბრიდან თეოფანე ბახტაძე ქალაქის გამგეობის საქმის მწარმოებლის თანაშემწედ დანიშნეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე პატივი მიაგეს ნიკოლოზ ლომოურის, აკაკი წერეთლისა და ვარლამ გელოვანის ხსოვნას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 28 ოქტომბერს თბილისის მკვიდრმა გეურქ თათულოვმა პოლიციაში განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს აივნიდან 100-მანეთიანი პალტო მოჰპარეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში პოლიტიკური ტუსაღი ლუკა ბაკურია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ნოემბერს შავი ქვის საბჭოს სადგომში ქალთა წრის კრებაზე ალექსანდრე გარსევანიშვილს ეკატერინე გაბაშვილის ნაწერების შესახებ უნდა ესაუბრა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 და 4 ნოემბერს ქართულ თეატრში მიხეილ ქორელის ნათარგმნი ხუთმოქმედებიანი დრამა „სიყვარული და სამშობლო“ უნდა წარმოედგინათ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მოგებიდან 2000 მანეთი იასონ ლორთქიფანიძეს გაუგზავნეს. ამ თანხით ლორთქიფანიძეს დამშეული ქართველებისთვის სიმინდი უნდა ეყიდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 28 ოქტომბერს ვაჭარი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჩუბინიძე მეგობართან ერთად ბათუმიდან თბილისში სავაჭროდ ჩავიდა და იოსებ სერგოს ძე მაჭავარიანის სასტუმროში გაჩერდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს აბდუშელიშვილი ქუთისის საოლქო სასამართლოს ბოქაული იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ მაქსიმე როსტომის ძე შარაძის სტამბაში იბეჭდებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 მაისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე დაადგინეს, დრამატული კომიტეტის მოგებიდან 2000 მანეთი ბათუმის თვითმმართველობისთვის გაეგზავნათ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 მაისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ კრებაზე დრამატული კომიტეტის მოგებიდან 4000 მანეთი შავშეთის მოსახლეობის დასახმარებლად გასცეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ნოემბერს სახალხო უნივერსიტეტში გრიგოლ დავითის ძე ნასარიძეს უნდა წაეკითხა ლექცია ნიადაგის ქიმიური თვისებების შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ნოემბერს სახალხო უნივერსიტეტში სერგო ისიდორეს ძე რობაქიძეს საქართველოს გეოგრაფიის შესახებ ლექცია უნდა წაეკითხა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ფურცლებზე იოსებ გრიშაშვილის ლექსი „ფიჭვ-ნაძვნარი“ დაიბეჭდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს არჩილ ჯაჯანაშვილი „სახალხო გაზეთის“ რედაქციის გამგე იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წელს პოლიტიკური ტუსაღი ალექსანდრე თოფურია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 28 ოქტომბერს აზნაური კურცხალია შორაპნის სადგურში ბათუმიდან მიმავალ მატარებელში ასვლის დროს მსუბუქად დაშავდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში პოლიტიკური ტუსაღი თომა ჩიქვილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მასტიცკი თბილისის პოლიცმაისტერი იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში ივლიანე იაშვილი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მოსტიცკაია ნავთლუღის ბავშვთა სახლის მზრუნველი იყო.