რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი კლებადობით
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების წესდების შეცვლის საკითხი. ახალი წესდების პროექტის შემუშავება ვარლამ ბურჯანაძეს დაევალა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 31 იანვარს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 31 იანვარს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლის 31 იანვარს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ღ. რუხაძე და სალ. ქურიძე პოლიტიკური განათლების სამმართველოს წარმომადგენლები იყვნენ.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წელს დაპატიმრებულ ნიკოლოზ კვერნაძეს ჰყავდა დედა მ. ოვანოვა – 50 წლის, დიასახლისი, მცხოვრები აბაშაში; მეუღლე, მარია სიმონის ასული აბდუშელაშვილი – 25 წლის, მოსწავლე, მცხოვრები თბილისში.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 23 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე მილერანდი და მისი მეუღლე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აკაკი ჩხენკელს მეუღლესთან ერთად, ელისეს სასახლეში, 19 საათსა და 45 წუთზე სადილზე იწვევდნენ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 22 იანვარს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნინო ნაკაშიძე, ვარლამ ბურჯანაძე, დიმიტრი დუმბაძე, გიორგი მაჭავარიანი, ივანე ელიაშვილი, პარმენ კახიანი და სერგო ჯაფარიძე.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე გიორგის ძე ავალიშვილი და სერგო დავითის ძე ჯაფარიძე მიწვეული წევრები იყვნენ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 21 იანვრის აჯანყებულთა საქმეზე დაკითხეს სეით სარდიონის ძე დევდარიანი.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 21 იანვარს ნიკოლოზ კვერნაძე დააპატიმრეს თბილისში ზუბალოვის სახალხო სახლის (ქართული დრამატული საზოგადოების) სარეგისტრაციო დარბაზში საქართველოს ჩეკას N6617 ორდერის საფუძველზე.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 21 იანვარს საქართველოს ჩეკას მიერ დაკავებული ნიკოლოზ კვერნაძის არალეგალური საქმიანობის შესახებ ძიებას ჰქონდა მრავალი აგენტურული შეტყობინება; ჩეკამ ასევე მოახერხა დაპატიმრებული დავით ქავთარაძისგან მიეღო დადასტურებული ჩვენება.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 21 იანვარს დაპატიმრებული მწერალი და დრამატურგი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე მეტეხის N2 გამოსასწორებელ სახლში მოათავსეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 21 იანვარს ნიკოლოზ კვერნაძემ დაკითხვაზე საქართველოს ჩეკას N1 საიდუმლო განყოფილების რწმუნებულის თანაშემწეს, ბესარიონ მელიქაძეს განუცხადა, რომ ადასტურებდა არალეგალურ საქმიანობაში მონაწილეობას 1923 წლის სექტემბრამდე, შემდეგ ფაქტობრივად მიატოვა, მაგრამ პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სახელმწიფო გამომცემლობის მიერ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ I და II ნაწილების გამოცემის საკითხი. გამომცემლობასთან მოლაპარაკებები და საზოგადოების სახელით ხელშეკრულების გაფორმება ნინო ნაკაშიძეს დაევალა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ სილიბისტრო თავართქილაძისთვის წიგნების ანგარიშში მიეცათ 59 000 000 მანეთი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძეს მიენდო მოლაპარაკებოდა პოლიტიკური განათლების მთავარ მმართველობას 1920 წელს დამტკიცებული წესდების ფარგლებში საზოგადოების აღდგენის შესახებ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 17 იანვარს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იასონ ლორთქიფანიძის თხოვნით, იმიტომ, რომ ის არ დასწრებია წინა სხდომას, მეორედ განიხილეს 1920 წელს დამტკიცებული წესდების ფარგლებში საზოგადოების აღდგენის საკითხი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძეს დაევალა მოლაპარაკებოდა პოლიტიკური განათლების მთავარ მმართველობას, რომ საზოგადოებას აღდგენოდა ფუნქციები 1920 წელს დამტკიცებული წესდების ფარგლებში.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წელს დაკავებულ გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძეს 1924 წლის 13 იანვრამდე ბრალი არ ჰქონდა წაყენებული.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 12 იანვრის დადგენილების მიხედვით, პასუხისმგებელმა მორიგემ ДЧКК ხიტაროვმა განიხილა 1917 წლის რევიზორ კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ჩემიას პროტოკოლი, საიდანაც ირკვევა, რომ ჩახავა 1918 წელს იყო მენშევიკების მთავრობაში და როგორც განსაკუთრებული საგვარდიო ნაწილის უფროსი, მონაწილეობდა ბოლშევიკების გამოსვლების ჩახშობაში. ის იყო საომარი საველე სასამართლოს თავმჯდომარეც, რომელიც ხვრეტდა ტყვედ აყვანილ ბოლშევიკებს ყაზბეგის რაიონში 1918 წელს.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 12 იანვარს გიორგი ივანეს ძე ქურხული დააკავეს თბილისში, სასახლის ქუჩა N6, ბინა 11.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 12 იანვარს გიორგი ივანეს ძე ქურხული დააპატიმრეს თბილისის პოლიციაში ანტისაბჭოთა პროპაგანდისა და ჩეკას წევრის, მენშევიკ დავით ეფრემის ძე ონიაშვილს შეფარებისთვის.
1924
ტიპი: თანამდებობა
გიორგი ივანეს ძე ქურხული იყო ქალაქის სამმართველოს მილიციის კანცელარიის საქმეთა მმართველი.

